"საამაყო ამბავია... ხვიჩა კვარაცხელია, ბრავო!" - რას წერს შოთო სიხარულიძე?
"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე იტალიაში ახალშობილისთვის ხვიჩას დარქმევას ეხმაურება.
"ხვიჩა კვარაცხელია, ბრავო! ბავშვის მამა, რომელსაც თავის მხრივ მარადონას პატივსაცემად არმანდო ჰქვია, ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე "ნაპოლის" დიდი გულშემატკივრები არიან, სახელი კი საერთო არჩევანია.
ახალშობილის სრული სახელი დანიელე-ხვიჩა იქნება.
პატარა დანიელე-ხვიჩა პირველი ბავშვია ნეაპოლში, რომელსაც ქართველი სუპერვარსკვლავის სახელი დაარქვეს", - წერს სიხარულიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის სახელი, ხვიჩა იტალიაში ახალშობილს დაარქვეს.