თეგებით ძიება

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

მოვლენებით დატვირთული, დაძაბული დღე გელით. მცირე პრობლემების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევა გეგმების შეცვლას გაიძულებთ, ამიტომ ამ დღისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ.

 

კურო

ბოლო დღეები ძალიან რთული და დატვირთული იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად საკმარისი ძალა და მოტივაცია შეგრჩათ. სიმშვიდე და განმარტოება დასვენებასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

 

ტყუპები

რთული და ნაყოფიერი დღისთვის უნდა მოემზადოთ. ამ დღეს ბევრი მუშაობა, მნიშვნელოვანი შეხვედრა და გადაუდებელი საქმე გელით, რომელსაც წარმატებით გაუმკლავდებით. ეცადეთ დრო უქმად არ დაკარგოთ და მთელი ყურადღება გეგმების შესრულებაზე გადაიტანეთ. სხვა ადამიანები რჩევებს და კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ - ამ დღეს მხოლოდ საკუთარი ინტუიცია დაგეხმარებათ.

 

კირჩხიბი

ამ დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. სიტუაციის შეფასებას და მასთან გამკლავებას ადვილად ახერხებთ. ხელსაყრელი გარემოებების კომბინაცია სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ მარტოხელა ხართ, ეს დღე ცხოვრების სიყვარულს გაპოვნინებთ, მთავარია, გაცნობის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

 

ლომი

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გირჩევთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა მნიშვნელოვან საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ნუ მიიღებთ საქმიან შეთავაზებას, როგორი ხელსაყრელი და საინტერესოც არ უნდა - ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

 

ქალწული

დღის პირველი ნახევარი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამუშაოსთვის ხელსაყრელი დროა, ამიტომ რთული შეხვედრები ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. გირჩევთ, მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრა საღამოს გადაიტანოთ, რათა ამ ურთიერთობამ სამუშაო განწყობაზე გავლენა არ მოახდინოს. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგი გაითვალისწინოთ.

 

სასწორი

კარგი განწყობა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ პრობლემასთან გამკლავება გიჭირთ, ეცადეთ მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ეს საკუთარი შეცდომების აღმოჩენასა და საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ საღამოს ოჯახის წევრები სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

 

მორიელი

დაძაბული დღეა. თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ უსიამოვნო საკითხების მოგვარება და რთულ დისკუსიაში ჩართვა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ და მცირე გაუგებრობის გამო საყვარელ ადამიანებს გული არ ატკინოთ. ნუ დათანხმდებით სარისკო გარიგებს ან შეთავაზებას - შეიძლება მეტი დაკარგოთ, ვიდრე მოიპოვოთ.

 

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს საინტერესო და მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ეცადეთ მოსალოდნელი რისკები შეაფასოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. პირველ რიგში, იმ საქმით უნდა დაკავდეთ, რომელიც ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. საღამოს ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

 

თხის რქა

ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება სიმშვიდეს დაგიბრუნებთ და განწყობის გაგიუმჯობესებთ.

 

მერწყული

პლანეტების განლაგება დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასრულებას და შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარი წარმატებებით ნაკლები იტრაბახოთ, განსაკუთრებით თუ გარშემო შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები გყავთ. ეცადეთ, უსამართლო კრიტიკა ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

 

თევზები

ამ დღეს თქვენს სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და განმარტოვდეთ. ნუ დახარჯავთ ფულს უსარგებლო ნივთებზე, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. მოემზადეთ ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რაც თქვენს მომავალზე დიდ გავლენას მოახდენს.

წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა