თეგებით ძიება

მგონია, არსებობს შეთანხმება მიშას გამოშვებაზე - იაგო ხვიჩია

 „გირ­ჩის“ ლი­დერი, იაგო ხვი­ჩი­ა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სა­კი­თხზე რიგ­გა­რე­შე პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის გა­და­დე­ბას და ანა წით­ლი­ძი­სა და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის პო­ლო­ნეთ­ში ვი­ზიტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არ შე­უძ­ლია თა­ვის პო­ლი­ტი­კურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­უქ­მნას. ამის შესახებ ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

"უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ „ნა­ცე­ბის“ „ვერ­ხუშ­კა” „ქო­ცე­ბის“ ხელ­შია. კა­ნო­ნი უნდა მიგ­ვე­ღო დღეს. აქ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, კენ­ჭი უნდა ეყა­რათ და წა­ვიდ­ნენ პო­ლო­ნეთ­ში. რო­დის ყო­ფი­ლა აქამ­დე, რომ ამე­რი­კე­ლებს და­ე­სან­ქცი­რე­ბი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და რო­დის ყო­ფი­ლა შან­სი, რომ ოპო­ზი­ცი­ას ამა­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­ექ­მნა, ეს უბ­რა­ლოდ არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. მე მგო­ნია, რომ არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბა მი­შას გა­მოშ­ვე­ბა­ზე და თუ არ არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბა, მა­შინ უფა­სოდ უჩუ­ქე­ბი­ათ „ნა­ცე­ბი“ „ქო­ცე­ბის­თვის“, რად­გან მეტს რას ნიშ­ნავს ის, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად „ქო­ცე­ბის“ საქ­მეს აკე­თებ ღიად?

ნაც­ვლად იმი­სა, რომ ყუ­რა­დღე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე და მთე­ლი შტურ­მი ამა­ზე წა­სუ­ლი­ყო, წა­ვიდ­ნენ პო­ლო­ნეთ­ში. რა შუ­ა­შია სა­ერ­თოდ. მე მგო­ნია, რომ სრუ­ლი­ად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ქნეს ეს, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მუ­რუ­სი­ძის საქ­მის გარ­ჩე­ვა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არის მისი („ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“) საქ­მის გარ­ჩე­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩვენ გვყავს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია თა­ვის პო­ლი­ტი­კურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს შე­უქ­მნას სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია იმ მო­ტი­ვით, რომ ვაი, თუ ჩემი საქ­მე­ე­ბიც გა­მო­ი­ძი­ო­ნო. ამით კო­ბა­ხი­ძე ღიად და­ე­მუქ­რა.

მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლოს გა­სა­მარ­თლე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში არის „ქო­ცე­ბის“ და „ნა­ცე­ბის“ გა­სა­მარ­თლე­ბა ერ­თად. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ეს ერთი და იგი­ვე რე­ჟი­მია. გა­სა­გე­ბია, რომ ბი­ძი­ნას ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს ძა­ლა­დო­ბა და ერი­დე­ბა ამას, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის რეპ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან და ოპო­ნენ­ტებ­თან ორი­ვემ ამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­კე­თა და ეს სა­სა­მარ­თლო ამა­შია სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. სხვა რი­თია უნი­კა­ლუ­რი მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლო გარ­და იმი­სა, რომ იცის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოპო­ნენ­ტებ­თან ბრძო­ლა, ამა­შია გა­მობ­რძმე­დი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა პრე­ზი­დენტს 11 აპ­რილს რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მოწ­ვე­ვის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ანა წით­ლი­ძი­სა და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის პო­ლო­ნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის გამო, მათ გან­მე­ო­რე­ბით მი­მარ­თეს პრე­ზი­დენტს, რომ რომ მა­თი­ვე მო­თხოვ­ნი­ლი რიგ­გა­რე­შე სხდო­მა 11 აპ­რილს არ ჩა­ნიშ­ნოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა