3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები იმის მხარეს არიან, ვინც ლოგიკურად აზროვნებს და მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს. თუ თქვენი პროფესია ზუსტ მეცნიერებას უკავშირდება, წარმატება გელით. თქვენს წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება, რაც შემოსავლის გაზრდის საშუალებას მოგცემთ. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე იქნებით, რადგან სასიამოვნო შეხვედრა და საინტერესო ნაცნობობება გელით.
კურო
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანს არაფერს უნდა ელოდოთ. წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს არ წაგართმევთ, ამიტომ დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. მასშტაბურ პროექტებზე მუშაობისგან თავი შეიკავეთ - ამისთვის უკეთესი დღე უნდა შეარჩიეთ. მთლიანობაში, დღე მშვიდად ჩაივლის და არაფრით გაგაკვირვებთ. ასე, რომ შეგიძლიათ საღამო საყვარელ ჰობის დაუთმოთ.
ტყუპები
დროა, ძველი გეგმები და ოცნებები გაიხსენოთ, რომლებზეც უარი თქვით. შესაძლოა, დღეს მიხვდეთ, რომ ყველაფერი არც ისეთი რთულია და საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ამ გეგმების რეალიზებისთვის ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან ყველას, ვინც საკუთარ პრინციპებს არ ღალატობს და მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. შესაძლებელია, ახლობლისგან მცირე თანხა ან სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ, რაც ძალიან გაგახარებთ. სახლში ყოფნისთვის შეუფერებელი დღეა — პირიქით, ის აქტიური ურთიერთობისა და გართობისკენ განგაწყობთ. თავად გადაწყვიტეთ კინოში წახვალთ თუ მუსიკალურ ღონისძიებაზე, მეგობრებთან შეხვედრა განსაკუთრებით კარგი იდეაა.
ლომი
ლომებს ძილის პრობლემები უკვე დიდი ხანია აწუხებთ, თუმცა, საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება, ღამით მძიმე საკვებზე უარის თქმა და ყავის ნაცვლად ბალახეულის ჩაი მდგომარეობას ნაწილობრივ გააუმჯობესებს. თუ პრობლემა უფრო სერიოზულია, აუცილებლად სპეციალისტს მიმართეთ, რომელიც სწორ რჩევას მოგცემთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი კომუნიკაციის უნარები უმაღლეს დონეზეა. ეცადეთ ეს უნარი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. საკუთარ სიმართლეში გარშემო მყოფების დარწმუნებას და სასურველი გადაწყვეტილების მიღებას ადვილად შეძლებთ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან პირადი ცხოვრების განხილვას - თქვენი ნათქვამი შეიძლება თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. საღამოს მოიწვიეთ მეგობრები — შესანიშნავად გაერთობით და ერთმანეთთან გულითადად ისაუბრებთ.
სასწორები
ამ დღეს უსიამოვნო საუბრებისგან თავი შეიკავოთ — ამას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს. ემოციების გაკონტროლება და სიტუაციის ცივი გონებით შეფასება განსაკუთრებით გიჭირთ. საღამოს შესაძლოა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას სირთულეები შეგექმნათ.
მორიელები
ვარსკვლავები მორიელებს ურჩევენ, რომ თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი ადამიანის ყურადღება მიიქციოს და საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. იყავით გულუხვი და დიდსულოვანი — ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სცადეთ ახალი ჰობის პოვნა, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ და თქვენს ცხოვრებაში ახალ ემოციებს შემოიტანს. ახალ ნაცნობებს არ მოერიდოთ — ახლა ურთიერთობის გაღრმავება და ახალი ადამიანების გაცნობა ძალიან სასარგებლოა.
მშვილდოსანი
თუ რაღაც საკითხში თავს დამნაშავედ გრძნობთ, დროა ყველაფერს ნათელი მოჰფინოთ — მეორე მხარე თქვენს გულწრფელ ბოდიშს და სინანულს ელოდება. თუ აზრების დალაგება გიჭირთ, ეკლესიას ეწვიეთ — იქ სიმშვიდეს იპოვით და სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. დღევანდელი სიზმარი ბევრ რამეზე მიგანიშნებთ, თუმცა ყველაფერი პირდაპირ არ უნდა გაიგოთ.
თხის რქა
სავარაუდოდ, ადამიანებისგან ზედმეტად ბევრს მოითხოვთ. თქვენი პერფექციონიზმი ვიღაცას სიმშვიდეს უკარგავს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მცირე პრობლემებს ყურადღება აღარ მიაქციოთ - ეს ცხოვრებას გაგიადვილებთ. ისწავლეთ სამყაროს ნაკლოვანებების მიღება და მცირედით ტკბობა, ამით ახლობელ ადამიანებს ძალიან გაახარებთ.
მერწყული
უსარგებლო საუბრები და ხელმძღვანელობის უაზრო დავალებები ძალიან გაღიზიანებთ. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და აგრესია არ გამოხატოთ, რასაც მალე ძალიან ინანებთ. შეეცადეთ, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან ამოცანებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვან საქმეებზე ნაკლები დრო დახარჯოთ.
თევზები
ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა. ბედი მოგცემთ შანსს, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ, სრულიად ახალი მიმართულებით წახვიდეთ და ოცნებას მიუახლოვდეთ. თავიდან შესაძლოა ბოლომდე ვერ გაიაზროთ, რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ ეს პირველ ნაბიჯის გადადგმაში ხელს არ შეგიშლით — შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს. მთავარია, ყველაფრის ერთდროულად გაკეთება არ სცადოთ —ეცადეთ თქვენი რესურსები შეაფასოთ, რომ სიტუაციაზე კონტროლი არ დაკარგოთ.