თეგებით ძიება

რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში ბინის დისტანციურად ყიდვას აპირებთ – პრაქტიკული რჩევები და პროცედურები ემიგრანტებისთვის

დღეს საქართველოში ბინის შეძენა, მაშინაც კი, თუ საზღვარგარეთ ცხოვრობთ, სრულიად რეალურ პროცესად იქცა. თუ სულ რამდენიმე წლის წინ ეს წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ, ახლა დისტანციური ყიდვა პრაქტიკად იქცა.

ემიგრანტებისთვის უძრავ ქონებაში ინვესტირება ერთდროულად მიმზიდველი და გამოწვევებით სავსე გადაწყვეტილებაა. მათ კარგად ესმით, რომ ბინის ყიდვა ფინანსურად სარგებლიანი ნაბიჯია, თუმცა ამავდროულად მოითხოვს სიფრთხილეს, დაგეგმვას და დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებას – განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად საქართველოში არ იმყოფებინ.

ტექნოლოგიებისა და სანდო პარტნიორების დახმარებით ეს პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა, თუმცა მაინც არსებობს კონკრეტული საფეხურები და სამართლებრივი დეტალები, რომლებიც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ, რათა გარიგება უსაფრთხო, გამჭვირვალე და წარმატებული იყოს.

ქვემოთ გთავაზობთ სრულყოფილ გზამკვლევს – ეტაპობრივად, რა უნდა იცოდეთ და გააკეთოთ ბინის დისტანციურად შესაძენად:

  • დეველოპერის სანდოობა

შეამოწმეთ დეველოპერული კომპანიის რეპუტაცია, წარსული პროექტები, მომხმარებელთა შეფასებები. თუ ფიქრობთ იყიდოთ მეორეული ბინა, აუცილებლად მოითხოვეთ ყველა სამართლებრივი დოკუმენტი და გადაამოწმეთ მესაკუთრის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში.

  • წარმომადგენლის საქართველოში

თქვენი ინტერესების დასაცავად შეგიძლიათ დანიშნოთ სანდო წარმომადგენელი – ოჯახის წევრი, ახლობელი ან იურისტი, რომელიც თქვენს სახელით იმოქმედებს. ამისთვის საჭიროა გენერალური ან სპეციალური მინდობილობა, რომელიც ნოტარიულად და აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული (ჰააგის კონვენციის წევრი ქვეყნებისთვის)

  • ონლაინ კონსულტაციები და ვირტუალური ტური

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრი დეველოპერი უკვე სთავაზობს კლიენტებს ვიდეოტურებს, ონლაინ პრეზენტაციებს (Zoom-ის, ვოთსაპის ან სხვა პლატფორმის საშუალებით), გეგმარებების დათვალიერებას და დეტალურ კონსულტაციას. ეს საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრულყოფილი წარმოდგენა ობიექტზე, თუნდაც ფიზიკურად არ იმყოფებოდეთ საქართველოში.

  • დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრი

უძრავი ქონების რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. თქვენი წარმომადგენელი წარადგენს ხელშეკრულებას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მინდობილობას და სხვა საჭირო ფაილებს.

  • ანგარიშსწორება

გადახდები შესაძლებელია საბანკო გზით. უმეტესობა იყენებს SWIFT გადარიცხვას საქართველოში რეგისტრირებულ ბანკში დეველოპერის ან მესაკუთრის ანგარიშზე.

გირჩევთ, შეამოწმოთ:

  • ბინის საკუთრების სტატუსი (არის თუ არა დავაში ან იპოთეკით დატვირთული);
  • სამშენებლო ნებართვები (თუ მშენებარეა);
  • დაპირებული პირობების კანონიერება.

ამ პროცესში სასურველია იურისტის ჩართულობა.

რეგისტრაციის შემდეგ, თქვენს (ან თქვენი წარმომადგენლის) ელექტრონულ ფოსტაზე მოდის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ხართ ბინის ოფიციალური მფლობელი. რეკომენდებულია უძრავი ქონების დაზღვევა, განსაკუთრებით თუ ის უცხოელ მფლობელს ეკუთვნის და იშვიათად იქნებით ადგილზე. საქართველოში ფიზიკურ პირს ბინის შეძენისთვის ქონების გადასახადი არ ეკისრება, თუმცა გაქირავების შემთხვევაში მოგების გადასახადი (5%) უნდა გადაიხადოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა