თეგებით ძიება

რას მალავდა საბჭოთა კავშირი მიწისქვეშ, საიდუმლო მაცივარში?

საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში, კუიბიშევის (დღევანდელი სამარა) გარეუბანში უბრალო ღობით შემოსაზღვრული ორსართულიანი აგურის შენობა და რამდენიმე პატარა საწყობი მდებარეობდა. ტერიტორიის შესასვლელთან ეკიდა აბრა წარწერით – „სამაცივრე კომბინატი №2“. ამის  მნახველი ვერავინ იფიქრებდა, რომ სინამდვილეში ეს კომბინატი გაცილებით მასშტაბური და მნიშვნელოვნი იყო, ვიდრე გარედან ჩანდა.

Что Советском Союзе хранилось в секретном холодильнике объемом в 200 вагонов

XX საუკუნის დასაწყისში, ამ ადგილზე ქვის მომპოვებელი მაღაროები მდებარეობდა. მაღაროების მუშაობა 1930-იანი წლების დასაწყისში, რესურსების ამოწურვის გამო შეწყდა. ამის შემდეგ მაღაროს გვირაბებში სასურსათო საწყობის მოწყობა გადაწყდა, სადაც, ძირითადად, პატიმრებისთვის კასრებში დამარილებული თევზი ინახებოდა.

1931 წლის ოქტომბერში, შრომისა და თავდაცვის საბჭოსთან რეზერვების კომიტეტი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი შეიქმნა, რომელიც პროდუქტების ხანგრძლივად შენახვის ხერხებზე მუშაობდა. მალე მეცნიერებმა და ინჟინრებმა ხელისუფლებას მიწისქვეშ გიგანტური საწყობების მოწყობა შესთავაზეს. იმისთვის, რომ ახალი ობიექტების აშენებაზე ნაკლები რესურსი დახარჯულიყო, ძველი გვირაბების გამოყენება გადაწყდა, რომლებიც საბჭოთა კავშირში ბევრ ადგილზე არსებობდა.

ასე გაჩნდა საბჭოთა კავშირში მარაგების საცავები, თუმცა, მათში მხოლოდ საკვები კი არ ინახებოდა – მიწისქვეშა საწყობებში ინახავდნენ ყველაფერს, რაც ომის შემთხვევაში შეიძლებოდა დასჭირვებოდათ: ტექნიკა, აღჭურვილობა და ა.შ. 

რაც შეეხება „სამაცივრე კომბინატ №2“-ს, ომის შემდეგ იქ საბრძოლო მასალების საწყობი მოეწყო. 1958 წელს გვირაბები ხორცისა და თევზის სავაჭრო გაერთიანებას გადაეცა, რომელმაც იქ დამატებით სამაცივრო ტექნიკა დაამონტაჟა. საბოლოოდ, საცავის საერთო ტევადობამ 16.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც დაახლოებით 200 სარკინიგზო ვაგონს შეესაბამება.

გორბაჩოვის „პერესტროიკამდე“ მიწისქვეშა საცავებში ხორცი, თევზი, კარაქი, კონსერვები და სხვა პროდუქტები ინახებოდა. მითი იმის შესახებ, თითქოს პროდუქციის შენახვის  ვადა 10 წელს აღწევდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში  პროდუქციის ცვლა მუდმივად ხდებოდა – ძველი პროდუქტი მაღაზიებში გასაყიდად გადიოდა, მის ადგილს კი ახალი პროდუქტი იკავებდა.

ეს პრინციპი კონსერვებზეც ვრცელდებოდა. გარდაქმნისა და დეფიციტის წლებში საწყობების მასობრივი გაძარცვა დაიწყო. 1990-იანი წლების დასაწყისში „სამაცივრე კომბინატი №2“ მთლიანად დაცარიელდა. დღეს გვირაბების 15-20% კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება. გვირაბების უმეტესობა მიტოვებული და დანგრეულია და  შესვლა უკვე საფრთხის შემცველია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა