თეგებით ძიება

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი 

ეცადეთ ცდუნებას გაუმკლავდეთ. თუ შეცდომას დაუშვებთ და უწესოდ მოიქცევით, ამის გამოსწორება ძალიან დიდხანს მოგიწევთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე უარყოფით გავლენას ხდენენ. ამ დღეს ემოციების მართვა გიჭირთ და შეიძლება ვიღაცას უსამართლოდ მოექცეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია ფიზიკურ აქტივობისა და დამამშვიდებელი პროცედურებისკენ მიმაროთ — ეს  უარყოფითი ემოციების მოცილებაში დაგეხმარებათ.

კურო

შემოქმედ კუროებს ამ დღეს შთაგონება ეწვევათ, რომელიც ოცნების ასრულებაში დაეხმარება. თუ არ იზარმაცებთ, თქვენი შემოქმედებითი უნარი გარშემო მყოფების  ყურადღებას მიიქცევს. ვარსკვლავები გირჩევენ  ყველა შიში და ეჭვი გადალახოთ და ოცნებები რეალობად აქციოთ. თუ ამ დღეს სახლში დარჩენას ამჯობინებთ, მთელი ძალები ოჯახური კავშირების გაღრმავებისკენ უნდა მიმართოთ.

ტყუპები

ტყუპებისთვის ეს დღე ძალიან სწრაფად ჩაივლის. ნუ ეცდებით რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარებას — აჩქარება სირთულების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი საქმე მოგვიანებით უკეთ გამოგივათ. მოთმინება გამოიჩიინ - ის, რაც დღეს ვერ შეძელით, ხვალ თავისთავად მოგვარდება. გირჩევთ ენერგია კამათისა და ურთიერთობების გარკვევის ნაცვლად, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობების გაღრმავებას მოახმაროთ.

კირჩხიბი

არაფერია ცუდი იმაში, თუ მოვლენებს დამკვირვებლის თვალით შეხედავთ — სწორედ ეს არის ახლა საჭირო. ნუ ეცდებით ყველა საქმეში ერთდროულად მონაილეობას. უმჯობესია ყურადღება ერთი მიმართულებით გადაიტანოთ, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თავად პროცესია. განსაკუთრებით წარმატებული დღეა მათთვის, ვინც უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობს. 

ლომი

დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ დღეს ახალი ცოდნის ათვისება გიჭირთ. თქვენს გარშემო იმდენად ბევრი ახალი ინფორმაციაა, რომ მისი გააზრება და სწორად ჩამოყალიბება გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მთელი ყურადღება შემეცნებით საქმიანობაზე გადაიტანოთ.

ქალწული

ამ დღეს ქალწულებისთვის ბევრი რამ ნათელი გახდება. სამყაროს აღქმა ისეთი მკაფიო იქნება, თითქოს ვიღაცამ შავი სათვალე ჩამოგხსნათ. შესაძლოა სიმართლე ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით, მაგრამ გაურკვევლობაში ყოფნას მაინც ჯობს. ეცადეთ, ეს დღე სიწყნარეში გაატაროთ — ფაქტების გაანალიზება და განმარტოებით ფიქრი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

სასწორი

ამ დღეს სასწორებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ძვირადღირებული შენაძენით, რომლისთვისაც დიდი ხანია ემზადებოდნენ, თავი გაინებივრონ. ახლობლებთან ურთიერთობისას წინდახედულება გამოიჩინეთ - ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. თუ ახალ სამუშაოს ეძებთ, შესაძლოა უახლოეს დღეებში სწორედ ის იპოვოთ, რასაც დიდი ხანია ელით.

მორიელი

ახლობლებთან ურთიერთობა შეიძლება გაუგებრობის გამო დაიძაბოს. სავარაუდოდ, არასწორად გაგიგეს, ამიტომ საკუთარი აზრები პირდაპირ და შელამაზების გარეშე უნდა გამოხატოთ. არსებული კონფლიქტის დასრულებამდე  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. შესაძლოა წარსულის წყენამ ისევ თავი იჩინოს და ახლობელი ადამიანის მიმართ იმედგაცრუებაც იგრძნოთ. 

მშვილდოსანი

ამ დღეს ვარსკვლავები მხარს უჭერენ იმას, ვინც ოცნებობს და თავგადასავლებს ეძებს. უსმინეთ საკუთარ სურვილებს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თქვენი ფსიქოლოგიური ცოდნა გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ, თუმცა მხოლოდ ოცნებით ვერაფერს მიაღწევთ — მოქმედებაა საჭირო. 

თხის რქა

თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ახლა უმაღლეს წერტილზეა. გამოიყენეთ ეს პერიოდი ყველაზე თამამი იდეების  განხორციელებისთვის. თქვენი ოპტიმიზმი იმდენად გადამდებია, რომ მხარდაჭერას როგორც მეგობრების, ასევე ახლად გაცნობილი ადამიანებისგან მარტივად მოიპოვებთ. გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისა და ფიზიკური აქტივობებისთვის.

მერწყული

ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ რომ ღია ცის ქვეშ მეტი დრო გაატაროთ. მთელი დღე ოფისში, კომპიუტერთან ჯდომა  თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. თუ შესაძლებელია აგარაკზე ფიზიკური შრომით დაკავდით ან უბრალოდ ბუნებაში  ისეირნეთ. სუფთა ჰაერზე ნებისმიერი მოძრაობა ამ დღეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღემ შეიძლება იმედები გაგიცრუოთ. სავარაუდოდ, გეგმების განხორციელებას ვერ შეძლებთ, რადგან წვრილმანი საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. პლანეტები გაფრთხილებენ, რომ დღეს შოპინგისთვის არახელსაყრელია — უმჯობესია უსარგებლო და არაპრაქტიკული შესყიდვებისგან თავი შეიკავოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა