თეგებით ძიება
12. 04. 2023 News-ები

აპრილის რომელი რიცხვიდან დაიწყებს სიტუაცია გაუარესებას? - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე თვე საკმაოდ პოზიტიურ გარდაქმნებს გვპირდება.

თუმცა, როგორც ასტროლოგი ჟურნალ "თბილისელებთან" აცხადებს, თვის შუა პერიოდში მაინც არის მოსალოდნელი სირთულეები.

 კონკრეტულად რომელი სფეროსთვისაა ეს პერიოდი სასიკეთო და პირიქით – მეტ-ნაკლებად საზიანო?

– 6 აპრილის სავსემთვარეობის შემდეგ დედამიწის ბიოსფერო აღმოჩნდება სასიკეთო კოსმიური გავლენის ზონაში. 12 აპრილიდან წარმატების პლანეტა იუპიტერი შეუერთდება მზეს, ხოლო პლანეტა მერკური სახლს დაიდებს ვერძის ზოდიაქოში. იმავდროულად, კირჩხიბის ნიშანში მოძრავი აქტიური პლანეტა მარსი, ზემოთ ჩამოთვლილ პლანეტებთან ერთად, გამოათავისუფლებს ენერგიას, რომელიც ხელს შეუწყობს ოჯახის კეთილდღეობას, სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობების დალაგებას. ასევე, ეს დრო კარგია უძრავ ქონებასთან, მიწის ნაკვეთებთან, მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი გეგმა სასურველია, განხორციელდეს 13 აპრილამდე, რადგან შემდგომ სიტუაცია გაუარესდება.

– ეს ტენდენცია თვის ბოლომდე გასტანს?

– არა. 14-იდან 21 აპრილამდე დროის მონაკვეთში, უარყოფითი ენერგეტიკული ზემოქმედება გამოიწვევს კონფლიქტებსა და წარუმატებლობას. საზოგადოებაში მოსალოდნელია მღელვარება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს აგრესიულ გამოვლინებებსაც. არაა გამორიცხული, სახალხო გამოსვლები, მიტინგები, გაფიცვები. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული მივლინებები და შორეული მოგზაურობები, რადგან იზრდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, საჰაერო და სარკინიგზო მოძრაობის შეფერხება, სხვადასხვა სახის ავარიები, უმიზეზო კონფლიქტები და სერიოზული პრობლემები. უფრო მშვიდი აღმოჩნდება 21 აპრილის შემდგომი პერიოდი, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, ჩანაფიქრის განხორციელება ან მოგზაურობა სასურველია, ამ პერიოდისთვის დაიგეგმოს. 20 რიცხვიდან მზე გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, რაც უმეტესობა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლების ფსიქოემოციურ მდგომარეობას გააწონასწორებს და ნორმაში მოიყვანს.

– რაც შეეხება პოლიტიკურ მოვლენებს?

– ამ პერიოდში შედარებით დამშვიდდება პოლიტიკური დაძაბულობაც. 21 აპრილიდან გონებისა და კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას კუროს ზოდიაქოში. ამიტომ, ამ პერიოდის ყველა დასახულ საქმეს, გეგმასა თუ წამოწყებას ძირეული და რაციონალური შეფასება დასჭირდება. იმავდროულად, ტყუპების ზოდიაქოში მოძრავი სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა ხელს შეუწყობს ახალი იდეების გენერირებასა და ძველი ჩანაფიქრების წარმატებით განხორციელებას. აპრილის ბოლო დღეებში საერთო ენერგეტიკა მაქსიმალურად იქნება გამსჭვალული სასიკეთო კოსმიური ვიბრაციებით. ეს კი ადამიანებში გამოაღვიძებს პოზიტიურ განწყობას, გამოავლენს შინაგანი ძალების ახალ წყაროებს, დაალაგებს ადამიანებს შორის ბიოტალღების ჰარმონიულ ცირკულირებას. ამიტომ, ამ პერიოდში ადვილი იქნება შეხვედრების წარმართვა, სხვადასხვა სახის საუბრები, მოლაპარაკებები როგორც პირად, ისე საქმიან საკითხებზე, შეთანხმების მიღწევა. ასევე, მშვიდი, კონსტრუქციული და ნაყოფიერი გამოდგება ჯგუფური შეკრებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა