თეგებით ძიება

20 აპრილს ახალმთვაროება იქნება, მეტი სიფრთხილითა და სიმშვიდით უნდა გავიაროთ დაბნელების დერეფანი - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი აცხადენს, რომ 20 აპრილის მზის დაბნელება და  ახალმთვაროება იქნება, ამიტომ აუცილებელია, საზოგადოება ფრთხილად იყოს.

„შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 5 მაისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა.

ამიტომ მეტი სიფრთხილითა და სიმშვიდით უნდა გავიაროთ ეს დაბნელების დერეფანი.

ეს კარგი პერიოდია ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულებების დადება. ეცადეთ, მშვიდად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით გადაატაროთ. გაერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, გაღიზიანებულ სიტუაციებს. საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია. ყველას უსურვეთ ბედნიერება.

21 აპრილს დაიწყება მერკური რეტროგრადულობა (3 კვირა გაგრძელდება) ამიტომ გაჭირდება ადამიანებს შორის გაგება, ნუ შეიძენთ ტექნიკას, მაგრამ კარგია შესაკეთებლად", - აცხადებს ასტროლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა