თეგებით ძიება

არც ერთ ქვეყანაში არ გაუკეთებია ოპოზიციას იმაზე მეტი, რაც ახლა ხდება პარლამენტში - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია თავის მაქსიმუმს აკეთებს და ამას ის პროცესები მოწმობს, რომლებიც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს. 

"ოპოზიციას იმიტომ ჰქვია ოპოზიცია, რომ გვაქვს უფრო ნაკლები მანდატი, ვიდრე ხელისუფლებას. იმაზე მეტი, რაც ახლა ხდება პარლამენტში, მარტო საქართველოში კი არა, ოპოზიციას არ გაუკეთებია სხვა არც ერთ ქვეყანაში, ვერ მომცემთ ასეთ მაგალითს. ორი დღე ვაშიშვლებთ მათ დანაშაულებრივ კავშირს სასამართლო და მართლმსაჯულებაში არსებულ „კლანთან“. საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება თავად შექმნეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში მეორე დღეა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ოპოზიცია მას შემდეგ გამოვიდა, რაც შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა