"20 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ამიტომ მეტი სიფრთხილითა უნდა გავიაროთ ეს დაბნელების "დერეფანი" - მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მზის დაბნელებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას რჩევებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა ერთად, ხოლო 5 მაისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა.
ამიტომ მეტი სიფრთხილითა და სიმშვიდით უნდა გავიაროთ ეს დაბნელების ,,დერეფანი”.
ეს კარგი პერიოდია ადრე დაწყებული საქმის დასასრულებლად.
არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულებების დადება.
ეცადეთ მშვიდად, პოზიტიურად, კეთილგანწყობით გადაატაროთ.
გაერიდეთ აგრესიულ ადამიანებს , გაღიზიანებულ სიტუაციებს.
საუკეთესოა ლოცვა, მედიტაცია.
ყველას უსურვეთ ბედნიერება.
21 აპრილს დაიწყება მერკური რეტროგრადულობა (3 კვირა გაგრძელდება) ამიტომ გაჭირდება ადამიანებს შორის გაგება, ნუ შეიძენთ ტექნიკას, მაგრამ კარგია შესაკეთებლად.
სუსტია თავი და თავის არე, წნევის წამლები დროულად მიიღეთ ვისაც ეს გჭირდებათ.
მეტი ყურადღება და სიფრთხილე გზებზე, საჭესთან", - წერს მიხეილ ცაგარელი.