თეგებით ძიება
20. 04. 2023 სპორტი

"ხვიჩა ღრმად განმცდელი კაცია, მისთვის ყველა თამაში ბოლო თამაშია ...თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია" - აკა მორჩილაძე კვარაზე

მწერალი, გიორგი კეკელიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას წიგნიდან აქვეყნებს წინასიტყვაობას, რომელიც აკა მორჩილაძმ დაწერა.

"ჩემი წიგნის  ("ხვიჩა. ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი") წინასიტყვიდან, რომელიც აკა მორჩილაძემ დაწერა :

 "კი არ ვიცნობ, მარა ცხადია,  ხვიჩა ღრმად განმცდელი კაცია, მისთვის ყველა თამაში ბოლო თამაშია და არც ფეხბურთელური ეშმაკობობებით   იოლას გასვლაა მისი საქმე. არ იზამს ამას,  არ არის მაგის კაცი: თორემ მოედანზე არტისტობას რა უნდა. არ იზამს, იმიტომ რომ ნამდვილი თამაშის, ნამდვილი გრძნობის, ნამდვილი უბრალოების ამბავს მისდევს და თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია. პატიოსნებს ხვდებათ, მაგრამ პატიოსნები პატიოსნები არიან და დარტყმის მიღებას ადრიდანვე სწავლობენ.

ეს წიგნი, პირველი წიგნია ხვიჩა კვარცხელიას, მისი ოჯახის, მისი თამაშის შესახებ.

 ასეა, რომ ფეხბურთის მოყვარულებს თავთავიანთი ფეხბურთი აქვთ. ყველას თავისი და განუმეორებელი. ის განთქმული, თუ გაცვეთილი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ჩვენ, ჩვენ ბავშვობიდან მოვდვართ და ყველას ჩვენი წილი ბავშვობის ფეხბურთი გვაქვს. გიორგი კეკელიძესაც აქვს თავისი ფეხბურთი: საინტერესოდ დასანახი და მერე დახლართული საფეხბურთო გზებით გარდამავალი ამ დღევანდელ, ორიოდ წლის წინათ სრულად მოულოდნელ ამბავში: დღიდან დღემდე ნაპოლის თამაშების მოლოდინში.

 თუმცა, ეს ცალკე ისტორიია. საუცხოო კი ის არის, რომ ფეხბურთი კვლავაც შეიძლება იყოს კარგი ფიქრების, საუცხოო წარმოსახვის, კეთილი ოცნებების, ნამდვილი განცდების მქნელი ადამიანის თავში და ამ შემთხვევაში, მიზეზი ხვიჩა კვარცხელიაა, რომელსაც  ისე უნდა, ისე უყვარს და ისე შეუძლია, რომ შენ, მის მაყურებელს თავში არც მოგვცა, მისგან განსხვავებული იყო, თუნდაც იმ საათნახევრის განმავლობაში, როცა ჯადოსნურ რამეებს ელი და საჩუქარი არ აყოვნებს.

 ამაზე უკეთესი კი, რა უნდა იყოს, როგორც იტყვიან, ამ ... როგორც არი. მთვარია, ეს გვაქვს", - აქვეყნებს წიგნიდან ამონადირს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა