თეგებით ძიება

"მზად ვარ, ჩავატარო კონცერტები, შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ბავშვების ფონდში. გთხოვთ, გამომიყენეთ" - ნინი შერმადინი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს დაეხმარება

მომღერალი, ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს და გამოთქვამს მზაობას, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს დაეხმაროს.

"არ ვიცი, რამდენი გამომწერი მყავხართ, იქნებ შევაგროვოთ თანხა ბავშვებისთვის. არსებობს მედიკამენტი, რომელიც შველის. ყველა ჯგუფს, სააგენტოს ვთხოვ, დამიდგეს გვერდით. მზად ვარ, ჩავატარო სოლო კონცერტები, შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ბავშვების ფონდში. გთხოვთ, გამომიყენეთ. ვისაც სურვილი აქვს და შეუძლია, ორგანიაზებაში დამეხმაროთ, მომწერეთ. ჩემი უმორჩილესი თხოვნაა", - წერს ნინი შერმადინი.

შგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ - ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მედიკამენტისთვის საჭირო თანხები გამოყოს, რათა ბავშვებმა მკურნალობა შეძლონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა