თეგებით ძიება

"ახლა დაიწყებენ, ამ მუსიკას არ ვუსმენთ, პოპს არ ვუსმენთ, ჩვენ მხოლოდ კლასიკა და ჯაზი მოგვწონსო, უბრალოდ, ნუცას მიულოცეთ..." - რას წერს ავთო დვალიშვილი?

ენერგო-პრო ჯორჯიას პიარი, ავთო დვალიშვილი აცხადებს, რომ მომღერალ, ნუცა ბუზალაძეს წარმატება მთელმა საქართველომ უნდა მიულოცოს.

ნუცა ბუზალაძე საუკეთესო 12 ეულში მოხვდა. ვულოცავ მას და მთელ საქართველოს. რაც მთავარია, ჟიურიმ გადაიყვანა, ეს კიდევ უფრო დაფასებაა. ის არ არის ამერიკელი და მაყურებლის ხმები რომ არ ეყოფოდა, გასაგებიც იყო, მაგრამ როცა ჟიური თავის უფლებას გამოიყენებს და გადაგიყვანს, ეს უკვე გამარჯვებაა. ნუცა უკვე გამარჯვებულია, ამას აღარ უნდა საუბარი.

ამხელა ქვეყანაში, ამხელა მუსიკალურ ბაზარზე რომ საუკეთესო 12 ში გამოგარჩევენ, შენი კარიერა ახლა იწყება ნუცა და ეს საქართველოს წარმოჩენის კიდევ უფრო კარგი საშუალება იქნება. 

ვიცი, ახლა დაიწყებენ, ამ მუსიკას არ ვუსმენთ, პოპს არ ვუსმენთ, ჩვენ მხოლოდ კლასიკას და ჯაზს ვუსმენთ. კარგით, მოუსმინეთ რასაც გინდათ, უბრალოდ ნუცას გამარჯვება მიულოცეთ და გაგეხარდეთ", - წერს დვალიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა