თეგებით ძიება

„სინამდვილეში ყველაზე, მათ შორის პატრიარქზე დიდი ნდობა და რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს...“ - პაატა ქურდაძე IRI-ის კვლევაზე

მწერალი, პაატა ქურდაძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„არც მე მჯერა IRI - ს კვლევების!.. ბავშვმაც იცის, რომ სინამდვილეში ყველაზე, მათ შორის პატრიარქზე  დიდი ნდობა და რეიტინგი ხვიჩა კვარაცხელიას აქვს..(ბითლების არ იყოს ერთ დროს) დანარჩენებს კი ოსიმენიც მოუგებს რმ მოინდომოს... უბრალოდ კარგი ბიჭები არიან და პოლიტიკაში არ ერევიან... ნუ ჯერჯერობით მაინც..ღმერთმა ისე ნუ გაუჭირვოს რომელიმეს რომ ეს დაჭირდეთ, ხვიჩას თავისთავად.. მაგრამ  მგონი  არც ნიგერიულ პოლიტიკაშია ყველაფერი  საათივით  აწყობილი  და ეჭვი მაქვს იქაურ პარლამენტსაც ექნება კვორტები გამოყოფილი გამოჩენილი სპორტსმენებისთვის...“ - წერს ქურდაძე.

  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა