თეგებით ძიება

რომელია სიყავრულში ყველაზე რთული ზოდიაქოს 3 ნიშანი? - ასტროლოგების დასკვნა

სიყვარულს ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გამოხატავს. წარმოგიდგენთ სიყვარულში ყველაზე რთულ ზოდიაქოს 3 ნიშანს. 

 ბევრ მათ­განს ხში­რად არც კი სჯე­რა უკვე სიყ­ვა­რუ­ლის. დღეს გვინ­და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი წა­მო­გიდ­გი­ნოთ, ისი­ნი ვის­თვი­საც სიყ­ვა­რუ­ლი და პარტნი­ო­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი ხში­რად ხდე­ბა თა­ვის ტკი­ვი­ლის და ხში­რად გუ­ლის ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზიც...

ქალ­წუ­ლი - ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შან­ზე ყვე­ლა­ზე მეტი "ში­ნა­ბე­რა" და "ბერ­ბი­ჭა" იბა­დე­ბა. ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი კი ქალ­წუ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის უნა­რია და თვი­სე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში ეძე­ბოს იდე­ა­ლი. ქალ­წუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მეწ­ვილ­მა­ნე და ზედ­მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. სიყ­ვა­რუ­ლიც, მათი აზ­რით, რა­ი­მე ტი­პის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ას უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს, ამი­ტომ ბევ­რი ქალ­წუ­ლი ცდი­ლობს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გეგ­მის მი­ხედ­ვით გა­წე­როს ყვე­ლა­ფე­რი. ჰოდა, ზუს­ტად აქ იწყე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. ქალ­წულს ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ ცოტა უფრო ლო­ი­ა­ლუ­რად მო­ე­კი­დოს პარტნი­ო­რე­ბის შერ­ჩე­ვას. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ იდე­ა­ლუ­რი და უნაკ­ლო ამ ქვე­ყა­ნა­ზე არა­ვი­ნაა და ამა­ოდ არ უნდა შე­ე­ცა­დონ სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტის გა­და­კე­თე­ბას.

მო­რი­ე­ლი - ბუ­ნე­ბით უზო­მოდ ემო­ცი­უ­რი, ვნე­ბი­ა­ნი და სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ა­ნია. ზუს­ტად ეს არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ბევ­რი მო­რი­ე­ლის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბი დრა­მას ემ­სგავ­სე­ბა და ხში­რად გა­და­იზ­რდე­ბა ხოლ­მე პარტნი­ორ­თან ხელ­ჩარ­თულ ომში. მო­რი­ე­ლი სენ­სი­ტი­უ­რი, ფრთხი­ლი და მგრძნო­ბი­ა­რეა. ზოგ­ჯერ იმა­ზე მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რეც კი ვიდ­რე სა­ჭი­როა.

ამი­ტომ წყე­ნას, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რებს შო­რის ხში­რად ხდე­ბა ბევ­რი მო­რი­ე­ლი ვერ ხარ­შავს მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის გა­რე­შე, რაც ხში­რად ხდე­ბა მი­ზე­ზი ხან­გრძლი­ვი და დამ­ღლე­ლი პრობ­ლე­მე­ბის რო­მე­ლიც ორ ადა­მი­ანს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდ სიყ­ვა­რულ­საც კი აქ­რობს. მო­რი­ე­ლის დესტრუქ­ცი­უ­ლი ბუ­ნე­ბა და სურ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გა­და­უ­ხა­დოს სა­მა­გი­ე­რო მას, ვინც აწყე­ნი­ნა, არის კი­დეც მის ცხოვ­რე­ბა­ში პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი. ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ მო­რი­ელს ის­წავ­ლოს პა­ტი­ე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვრი­ვე­ბით და­ი­წყოს სხვე­ბის დას­ჯა.

თხის რქა - ემო­ცი­უ­რად ცივი, ხში­რად საკ­მა­ოდ მორ­ცხვი და სიყ­ვა­რუ­ლი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ნი­შა­ნია. თხის რქე­ბი ში­ნა­გა­ნად სა­შინ­ლად ამ­ბი­ცი­უ­რე­ბი და ამა­ყე­ბი არი­ან, რაც მათ თან­და­ყო­ლილ სი­მორ­ცხვეს­თან ერ­თად პრობ­ლე­მებს უქ­მნის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ბევ­რი თხის რქა ვერ დგამს თა­მამ ნა­ბიჯს ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტის­კენ მარ­ტო­ო­დენ უარ­ყო­ფის ში­შის გამო.

მით უმე­ტეს, თუ ამ მხრივ მას მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე და­უგ­როვ­და წარ­სულ­ში. თხის რქე­ბი არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვს, ვი­საც ენის მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლია. ამი­ტომ ხში­რად მათ პარტნი­ორს ჰგო­ნია, რომ თხის რქას სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თოდ არ შე­უძ­ლია ან თუ შე­უძ­ლია მხო­ლოდ ფორ­მა­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იგი. სი­ნამ­დვი­ლე­ში თხის რქა ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი ნი­შა­ნია და სა­ი­მი­სოდ, რომ ბო­ლომ­დე გა­იხ­სნას ემო­ცი­უ­რად დრო და შე­სა­ბა­მი­სი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა პარტნი­ო­რის­გან. რისი სურ­ვი­ლი და მოთ­მი­ნე­ბაც ბევრ ადა­მი­ანს არ აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა