თეგებით ძიება

მამაჩემი სწორედ იმისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით - რუსუდან შარაძე

აკადემიკოს, გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მამამისი სწორედ იმისთის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ბრძოლა უწევს.

„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ აქ ყველას და ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. თავს უფლება მივეცი ერთადერთი მიზნის გამო, ყველას შეგახსენოთ, რომ მამაჩემი, გურამ შარაძე სწორედ ამისთვის დახვრიტეს, რისთვისაც დღეს ჩვენ ვიბრძვით. დღეს იშვიათად თუ გაიგონებთ მის სახელს და მინდა, შევახსენო ყველას, რომ ნახევარი სიმართლით ვერ გავიმარჯვებთ. მკვლელების ბანდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამაჩემის დახვრეტიდან 16 წლის შემდეგ, ისევ ქუჩაში ვიქნებოდი, თქვენთან ერთად, ისევ იგივე მოთხოვნით.

მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, რადგან არ გვაქვს უფლება, ჩვენი შვილები, შვილიშვილები ასე არ უნდა გაიზარდონ. მათ უნდა ჰქონდეთ დრო, საშუალება, რომ განვითარდნენ, განათლება მიიღონ, წინ წავიდნენ და მოუარონ ამ ქვეყანას ისე, როგორც იმსახურებს და რაც ჩვენ ბოლომდე ვერ გავაკეთეთ. ბოლოს, უმორჩილესად მინდა, გთხოვოთ, მომეხმარეთ, რომ სიმართლე ყველგან მივიტანოთ. მე თქვენ გარდა არავინ მყავს, მხოლოდ თქვენი, ქართველი ხალხის იმედი მაქვს“, - განაცხადა შარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა