უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთი ბრძენი ეროვნული ლიდერი ჰყავს - ირაკლი ღარიბაშვილი ორბანზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავთ.
"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია", - თქვა ღარიბაშვილმა.