თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

ე.წ. უშიშროების სამსახური ქრისტინე თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.

ადვოკატის ცნობით, თაკალანძის სასჯელის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 2022 წლის 20 ივლისიდან დაიწყება. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ "სახელმწიფო ბრალდება" ქრისტინე თაკალანძის 13 წლით დაპატიმრებას ითხოვდა. 

შეგახსენებთ,  2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა