თეგებით ძიება

რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 300 ლარით? - ნახეთ, პარლამენტის ახალი გადაწყვეტილება

ივ­ნი­სი­დან, ტრან­სპორ­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის შე­მად­გენ­ლო­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე კა­ნო­ნი 4 ქა­ლაქ­ში ამოქ­მედ­დე­ბა - თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­სა და რუს­თავ­ში;

დამ­რღვე­ვი ფი­ზი­კუ­რი პირი პირ­ველ ჯერ­ზე და­ჯა­რიმ­დე­ბა 100 ლა­რით, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - 300 ლა­რით.

"გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, 2023 წლის ივ­ნი­სი­დან გეგ­მავს გზებ­ზე, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ხი­ლუ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

კერ­ძოდ, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პატ­რუ­ლი­რე­ბის და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს 4 დიდ ქა­ლაქ­ში ( თბი­ლი­სი, ბა­თუ­მი, რუს­თა­ვი, ქუ­თა­ი­სი) სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ გზებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბას და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე შე­მოწ­მე­ბას.

სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით გა­ზომ­ვის შემ­დეგ, თუ დად­გინ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა, ფი­ზი­კუ­რი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად სან­ქცია გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 100 ლა­რით, ხოლო 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა გა­სამ­მაგ­დე­ბა და 300 ლარი გახ­დე­ბა.

რა თქმა უნდა, პირ­ველ ეტაპ­ზე აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა ხი­ლულ გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე.

ამას­თან, შე­მოწ­მე­ბას გა­ივ­ლის ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაც, რო­მე­ლიც გზა­ზე მოძ­რა­ობს და ხი­ლუ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი არ გა­აჩ­ნია. ჩვენს ეკი­პაჟს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

თუ კონ­კრე­ტულ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ად­გილ­ზე და­უდ­გინ­დე­ბა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­სა­კუთ­რე არ და­ე­თან­ხმე­ბა შე­დე­გებს, მას უფ­ლე­ბა აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვოს უახ­ლო­ეს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრში. ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრში ახ­ლი­დან გა­დის ავ­ტო­მო­ბი­ლი ტექ­ნი­კურ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, ოღონდ არა­მარ­ტო გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე. თუ და­დას­ტურ­დე­ბა ჩვენს მიერ წარ­დგე­ნი­ლი შე­დე­გე­ბი, შედ­გე­ნი­ლი ოქმი ძა­ლა­ში რჩე­ბა. თუ არ და­დას­ტურ­და და სხვა შე­დე­გი იქ­ნე­ბა, ჯა­რი­მის ანუ­ლი­რე­ბა მოხ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და არ ეკის­რე­ბა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რეს.

სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეს არე­ა­ლი გა­იზ­რდე­ბა. კონ­ტრო­ლი მკაც­რი იქ­ნე­ბა, ამას­თან, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ფა­რე­ბა დიდი წერ­ტი­ლე­ბი. სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში და­გეგ­მი­ლია, რომ გვყავ­დეს 10 ეკი­პა­ჟი. შე­საძ­ლოა, ეს არ იყოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში მი­ვი­ღებთ იმ მო­ნა­ცე­მებს, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ტა­რი­ელ ირე­მა­ძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა