22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ახალი საქმეებითა და მოულოდნელი შეხვედრებით სავსე, აქტიური დღე გელით. შესაძლოა, ფინანსებთან ან საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ ყველა წვრილმანს. განსაკუთრებით დოკუმენტებში. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პარტნიორთან გაუგებრობები. სასურველი შედეგის მისაღწევად ადამიანებზე ზეწოლას ერიდეთ ¬– ამ დღეს დათმობა უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე დაპირისპირება.
კურო
ამ დღეს სიმტკიცე და მოთმინების გამოჩენა დაგჭირდებათ. დროა, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებაზეც იზრუნოთ. გირჩევთ ფინანსური ხარჯები შეამციროთ და ძვირადღირებული შენაძენი სამომავლოდ გადადოთ —გამორიცხული არ არის, რომ დაგეგმილზე მეტი მეტი დახარჯოთ და ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ. პირად ურთიერთობებში გირჩევთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ. განსაკუთრებით თუ ბოლო დროს, ერთად დიდ დროს ვერ ატარებთ.
ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. თქვენმა ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში სირთულეები გამოიწვიოს. ნბისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ, რომ მოგვიანებით შეცდომების გამოსწორება არ მოგიწიოთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და ეცადეთ გადაღლა თავიდან აიცილოთ.
კირჩხიბი
კარგი დროა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, თუმცა, სარისკო და საეჭვო შეთავაზებებს უნდა მოერიდოთ და მხოლოდ სანდო წყაროებს დაეყრდნოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით, შესაძლოა, ლამაზი სიურპრიზი ან რომანტიკული შეთავაზებაც კი მიიღოთ. საღამოს მეგობრებთან ერად გართობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ და სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ.
ლომი
ეს დღე ენერგიით იქნება სავსე, მაგრამ მნიშვნელოვანია, ის სწორად მიმართოთ. გადაწყვეტილების სწრაფად მიღების, მათზე პასუხისმგებლობის აღებისა და ორგანიზების უნარით გარშემო მყოფებს გააოცებთ. მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს — სჯობს ძალისხმევა სასიამოვნო მიზნებისკენ მიმართოთ. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს, თუმცა მის მისაღებად ინიციატივის გამოჩენა მოგიწევთ. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ეცადეთ ეს დღე აქტიურად გაატაროთ და ის აკეთოთ, რაც დადებით ემოციებს მოგიტანთ.
ქალწული
მოულოდნელმა სიახლეები შეიძლება გეგმების გადახედვა გაიძულოთ. მთავარია პანიკას არ აჰყვეთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ მტკივნეული თემების განხილვას, თორემ შეიძლება საყვარელ ადამიანს აწყენინოთ. ნებისმიერი პრობლემა გულთან ახლოს მიგაქვთ, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უაყოფითად აისახოს. თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვთ, მაგრამ შესვენების და ძალების მოკრეფის დრო მაინც უნდა გამონახოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დროა ურთიერთობების, საქმიანი შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლოა, შანსი მოგეცეთ, რომ სასარგებლო შეთანხმება გააფორმოთ ან ძველი კონფლიქტი მოაგვაროთ. პირად ცხოვრებაში სჯობს, პარტნიორის სურვილებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად იმოქმედეთ - ბოლოდროინდელი ხარჯების დასაფარად თქვენი ამჟამინდელი შემოსავალი საკმარისი არ არის,
მორიელი
საკმარისი ძალა გაქვთ, რომ მოულოდნელ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, თუმცა ამისთვის ზოგი გეგმის გადახედვა ან სტრატეგიის შეცვლა გახდება საჭირო. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ გაერთოთ და დაისვენოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. გირჩევთ საღამოს საყვარელი ადამიანი რაღაც განსაკუთრებულით გაახაროთ. ეს რომანტიკული საჩუქარი იქნება, რესტორანში ვახშმობა თუ ახალი ადგილების მონახულება თავად უნდა გადაწყვიტოთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მიღებისთვის. შესაძლოა, ახალი იდეები ან შეთავაზებები გაჩნდეს, რომლებიც მომავალში სარგებელს მოიტანს. მთავარია, მომენტი ხელიდან არ გაუშვათ და მტკიცედ იმოქმედოთ. საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით - გახსოვდეთ, რომ ურთიერთობებში გულწრფელობა ჯობს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მეტს იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც დიდხანს დაკეტილი იყო.
თხის რქა
ამ დღეს შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა ან ძლიერი დაღლილობა იგრძნოთ. ზედმეტი საქმეებით თავს ნუ გადაიღლით, პრიორიტეტები განსაზღვრეთ და ყურადღება მთავარზე გაამახვილეთ. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზებები გამოჩნდეს, მაგრამ სანამ მოსალოდნელ შედეგებს არ გათვლით, პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით, თუ ისინი გრძელვადიან გეგმებს ეხება.
მერწყული
ამ დღის მოვლენები თქვენგან მოქნილობას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვდს. მზად იყავით გეგმების შეცვლისთვის. პირად ურთიერთობებში ეს დღე შესაფერისია გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის და გულწრფელი საუბრისთვის. ნუ ეცდებით მოვლენების მიმდინარეობაზე ზედმეტი გავლენა მოახდინოთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდით.
თევზები
დაძაბული და მოვლენებით დატვირთული დღეა, ამიტომ ეცადეთ ძალები სწორად გააწილოთ და არ გადაიღალოთ. არახელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი აარიდოთ ნებისმიერ საქმეს, რომელმაც შეიძლება მომავალში თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება დიდ სიყვარულში ან მეგობრობაში გადაიზარდოს.