თეგებით ძიება

სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა - მიხეილ დუნდუა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

საქართველო უკვე 4 წელია ავლენს თითქმის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და გაზრდილია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ამერიკულ დოლარში. 9141 დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული ეტაპია, 9 ათასზე მაღალი პირველად ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 2024 წელს 8880 დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. 2030 წლისთვის, საქართველო ნამდვილად გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა.- აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91 891.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 9.4 პროცენტი შეადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა