თეგებით ძიება

მთავრობამ საპატრიარქოს 43 მილიონზე მეტი დაფინანსება გამოუყო

"საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის სახით, ₾43 მილიონზე მეტი გამოიყო", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის N463 განკარგულებაში წერია, რომელიც მიმდინარე წლის 14 მარტით თარიღდება და ხელს, ირაკლი კობახიძე აწერს.

გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით 25 მლნ ლარს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს საპატრიარქოს დაფინანსება ჯამში 68 მილიონ ლარს მიაღწევს.

14 მარტის განკარგულების თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს დაევალა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების" ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ₾43 მილიონზე მეტი მიმართოს, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებების ფინანსური დახმარებისთვის.

განკარგულებას თან ახლავს დანართი, სადაც ჯამში 53 დაწესებულებაა მითითებული. დაწესებულებებს შორის არის:

საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი - 25.19 მილიონი ლარი;

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია - 500 000 ლარი

წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა - 450 000 ლარი

წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა - 370 000 ლარი

საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე - 220 000 ლარი.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა