თეგებით ძიება

უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს სამხედრო დახმარების მისაღებად, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა საჭირო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალი სამხედრო დახმარების მისაღებად, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა საჭირო და ამას უახლოეს მომავალში ელოდება.

"ეს კვირა უკრაინისთვის ძალიან ნაყოფიერად დასრულდა. ამ დღეებში კი აქტიურად ვემზადებით მაისისა და ივნისის ახალი ღონისძიებებისთვის. ეს დრო არანაკლებ ნაყოფიერი უნდა გავხადოთ როგორც ჩვენი ჯარისკაცებისთვის იარაღის მიწოდებაში, ასევე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს უკრაინისთვის გადაწყვეტილებებში. ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც დაგვეხმარება, გავაკეთოთ მეტი მშვიდობის აღსადგენად. დეტალურად ვამუშავებთ ახალ გეგმებს უკრაინის დასახმარებლად, ველოდებით მათ უახლოეს მომავალში, ზუსტად იმას, რაც საჭიროა ჩვენი ძლიერებისთვის ფრონტის ხაზზე, ჩვენი ცის დასაცავად, ტერორისტებთან მიმართებაში სამართლიანობის მისაღწევად და მთელი უკრაინის მიწაზე მშვიდობის უფრო სწრაფად აღსადგენად“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა