თეგებით ძიება
13. 05. 2023 მსოფლიო

გერმანია ომის დაწყების შემდეგ უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

როგორც ცობილია, პაკეტის ღირებულება, დაახლოებით, 2,7 მილიარდი ევროა.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 20 „მარდერის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტს, ასევე „ლეოპარდ 1“-ის ტიპის 30 ტანკს და უკრაინისთვის საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკას.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა