"საშინელი ხმა იყო, მეგონა, ნახევარი კორპუსი ჩაინგრა" - რას ამბობენ ადგილობრივები თემქაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შესახებ?
თბილისში, თემქაზე აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი დაშავდა.
სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 65 წლამდე ქალი, რომელიც აფეთქების დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს სხეულზე 40%-მდე დამწვრობა აღენიშნება, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"საშინელი ხმა იყო, მე მეგონა ნახევარი კორპუსი ჩაინგრა. "კალონკა" ჰქონდა გაფუჭებული და არ ვიცი თვითონ ჩართო თუ რა უქნია, არ ვიცი. დამწვარია და გადაყვანილია საავადმყოფოში“, - ამბობს მეზობელი.