თეგებით ძიება

სოფელ ნიქოზიდან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს - რას წერს დავით ქაცარავა?

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

„ახალი გატაცება ნიქოზში.

დღეს ოკუპანტებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს სოფელ ნიქოზიდან. 

გამომდინარე იქიდან, რომ ნიქოზი ფაქტობრივად გარშემორტყმულია საოკუპაციო ღობით და მოსახლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ამ ღობის "არშემჩნევა", უნდა ვივარაუდოთ, რომ ოკუპანტებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. 

ამისთვის ოკუპანტებს კარები აქვთ გაჭრილი საოკუპაციო ღობეში, რათა მოახერხონ კომფორტულად შემოსვლა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

ორკები აგრძელებენ თავის აგრესიულ პოლიტიკას, ქოცმთავრობა კი ტაშს უკრავს რუსებს ავიამიმოსვლის აღდგენისთვის. 

ესე გააგრძელეთ, ქოცკოლაბორაციონისტებო“, - წერს ქაცარავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა