თეგებით ძიება

შესაძლოა, დაბერება შენელდეს? - მეცნიერების აღმოჩენა

დროთა განმავლობაში, ჩვენი უჯრედები ბუნებრივად დეგრადირდება, რაც ნაწილობრივი მიზეზია იმისა, რომ 80 წლის ასაკში ისეთივე მოქნილები აღარ ვართ, როგორიც თუნდაც რვა წლის ასაკში. ახლახან, მეცნიერებმა იპოვეს გზა, თუ როგორ გაზარდონ უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხელოვნური გენეტიკური „საათის“ გამოყენებით.

სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ასეთ შედეგს საფუარ მიკროორგანიზმ Saccharomyces cerevisiae-ში მიაღწიეს, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ იგივე შედეგები მალე ადამიანებშიც ვნახოთ; თუმცა, მკვლევართა ჯგუფი ფიქრობს, რომ მათი ნაშრომის გაგრძელება შესაძლებელია, რაც ადამიანის სხეულს ჯანსაღად დაბერებაში დაეხმარება.

კვლევის გასაღებს წარმოადგენს მარეგულირებელი მექანიზმების იმ გენეტიკური წრედების რედაქტირება, რომლებიც კონკრეტულ უჯრედულ პროცესთა ცვეთას ამსუბუქებენ. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გაიგეს, თუ როგორ მუშაობს ეს წრედები, შემდეგი ნაბიჯი იყო მათი შესწორება.თავდაპირველად, მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელირებით განსაზღვრეს, რა პრინციპით მუშაობდა უჯრედული დაბერების წრედი. არსებითად, ის დაბერების ორ სხვადასხვა მდგომარეობას შორის მოძრაობს, რომელთაგან ორივემ შეიძლება გამოიწვიოს ცვეთა — დაახლოებით ისე, როგორც დროთა განმავლობაში ცვდება ავტომანქანის მუხრუჭები და საბურავები.

წყარო: 1tv.ge

„ეს გენური წრედები ისე მუშაობს, როგორც ჩვენს სახლებში, მოწყობილობათა მაკონტროლებელი ელექტრული წრედები“, — ამბობს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი ნან ჰაო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა