თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - რას ამბობს პრემიერი?

ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი, - პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს 31 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე ნებართვა მთავრობისგან ჯერ ისევ არ მიუღია.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუღია

"ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთში. ამის საჯაროდ გამოტანა, ვფიქრობ, არასერიოზულია. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა. მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა