თეგებით ძიება

მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან

ვიეტნამში ბრძოლის შემდეგ ჯარისკაცი სახლში დაბრუნებას აპირებდა. მან მშობლებს სან-ფრანცისკოდან დაურეკა. ”ჩემო დედა და მამა, მე სახლში ვბრუნდები, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. ვბრუნდები მეგობართან ერთად, რომელიც მსურს, სახლში მოვიყვანო. „- რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მას,“ - უპასუხეს მშობლებმა.

„მინდა იცოდეთ, რომ ის ბრძოლაში საკმაოდ მძიმედ დაშავდა და ხელ-ფეხი დაკარგა,“ - განაგრძო ვაჟმა, - მას სხვაგან წასასვლელი არსად აქვს და მინდა, რომ ჩვენთან საცხოვრებლად დარჩეს“.

”რა სამწუხაროა, შვილო. იქნებ დავეხმაროთ მას საცხოვრებლის პოვნაში“.

”არა, მე მინდა, რომ ის ჩვენთან ცხოვრობდეს.”

- „შვილო, - უთხრა მამამ, - შენ არ იცი, რას ითხოვ. ასეთი უნარშეზღუდული ადამიანი მძიმე ტვირთად დაგვაწვება. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ვერ დავუშვებთ, რომ მსგავსი ქმედებით ჩვენი ცხოვრება შეფერხდეს. მე ვფიქრობ, რომ სახლში უნდა დაბრუნდე და დაივიწყო შენი მეგობარი. ის იპოვის თავის გზას, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს.”

ამ დროს შვილმა ტელეფონი გათიშა. მშობლებს მისგან მეტი არაფერი გაუგიათ.

თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მათ სან-ფრანცისკოს პოლიციამ დაურეკა და შეატყობინა, რომ მათი შვილი შენობიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.

დამწუხრებული მშობლები სან-ფრანცისკოში გაფრინდნენ. ისინი ქალაქის მორგში გადაიყვანეს შვილის ცხედრის ამოსაცნობად. როდესაც მათ შვილი იცნეს, უფრო მეტად დაეცათ თავზარი - გარდაცვლილ შვილს მხოლოდ ერთი ხელი და ერთი ფეხი ჰქონდა.

მორალი: ამ ისტორიაში ნახსენები მშობლები ბევრ ჩვენგანს ჰგვანან. ჩვენ ადვილად გვიყვარდება ისინი, ვინც გარეგნულად მიმზიდველად ან მხიარულად გამოიყურება და მათთან ყოფნა გვირჩევნია, მაგრამ არ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც თავისდაუნებურად უხერხულობას გვიქმნიან. ჩვენ გვირჩევნია შორს ვიყოთ ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან ჩვენსავით ჯანმრთელი, ლამაზი ან ჭკვიანი. საბედნიეროდ, არსებობს ისეთი ადამიანიც, რომელიც ასე არ მოგვექცევა. ვისაც უპირობოდ ვუყვარვართ და ყოველთვის მიგვიღებს ოჯახში. მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა