ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში უკვე გაყიდეს - რა ინფორმაცია ვრცელდება ქართველ ფეხბურთელზე?
„ჯენოას“, „პერუჯასა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სიმონე ბრალიამ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში უკვე გაყიდეს.
„მეწარმე მაქსიმალური მოგების მიღწევის შემდეგ ბიზნესს ჰყიდის. ვფიქრობ, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა კლუბი გაასხვისოს. ასევე ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში უკვე გაყიდეს.“ - განაცხადა ბრალიამ.
მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბებს დაუკავშირეს, თუმცა, სიმონე ბრალიას ნათქვამს იტალიური წყაროები არ ადასტურებენ. ევროპული მედიის ცნობით, ხვიჩა შემდეგ სეზონში კვლავ „პარტენოპეიში“ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად "ნაპოლიში" თამაშობს. კლუბმა 33-წლიანი პაუზის შემდეგ სწორედ ქართველი ფეხბურთელის შემადგენლობით შეძლო სერია ა-ს მოგება. გულემატკივრებმა მას "კვარადონაც" კი უწოდეს.