თეგებით ძიება

ზუზუ დღემდე, სანამ მე ცოცხალი ვიქნები, იქნება ჩემთან ერთად - რას ამბობს მაკა შალიკაშვილი გარდაცვლილ მეგობარზე?

მსახიობი, მაკა შალიკაშვილი გარდაცვლილ მეგობარზე, ზუზუ ბეჟაშვილზე ამბობს, რომ არასოდეს დაივიწყებს.

„სულ ვზრუნავდით ერთმანეთზე და სულ გვინდოდა ერთად ვყოფილიყავით. ზუზუ დღემდე, სანამ მე ცოცხალი ვიქნები, იქნება ჩემთან ერთად. მე ძალიან ხშირად ვწერ მას მესინჯერში რაღაცებს, როცა ძალიან მიჭირს. ბოლოს მას ტერენტი გრანელის ერთი ლექსი დავუწერე“,- ამბობს მაკა შალიკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში.

2018 წელს, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა