საქართველოში, მოსწავლეები წაკითხულის გააზრების მიხედვით 71-ე ადგილზე არიან -კვლევის საგანგაშო შედეგები
დეპუტატ საქართველოს მოსწავლეები წაკითხულის გააზრების მიხედვით 71-ე ადგილზე არიან.
პოლიტიკოსის ამ განცხადებას ეხმაურება „ფაქტ-მეტრი“, რომლის დასკვნითაც, თინა ბოკუჩავას განცხადება არის სიმართლე.
"მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარს ორი საერთაშორისო კვლევა - წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS –Progress in International Reading Literacy Study) და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა (PISA – Program for International Student Assessment) აფასებს.
თინა ბოკუჩავა განცხადებაში 2018 წელს ჩატარებულ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის შედეგებზე (PISA) საუბრობს, რომლის მიხედვით, მოზარდების კომპეტენცია წიგნიერებაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და მათემატიკაში ფასდება. 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით (კვლევა 2022 წელსაც ჩატარდა, თუმცა შედეგები ჯერ არ გასაჯაროებულა), წიგნიერებაში საქართველოს მოსწავლეების ქულა - 380, მათემატიკაში - 398, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 383 ქულა იყო. შესაბამისად, კითხვის უნარებში საქართველომ 79 ქვეყანას შორის 70-71-ე ადგილი დაიკავა, მათემატიკაში - 60-63-ე ადგილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში - 71-72-ე ადგილი.
2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით (PIRLS –Progress in International Reading Literacy Study), რომელიც მოზარდების (9-10 წლის) კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარებს ასევე აფასებს, საქართველოს ქულა 2016 წელთან შედარებით (488 ქულა) გაუმჯობესდა და 494 ქულა შეადგინა. თუმცა საქართველოს შედეგები საკმაოდ დაბალია და 57 ქვეყანას შორის მხოლოდ 41-ე ადგილს იკავებს.
შესაბამისად, საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში მოსწავლეების დიდ ნაწილს სასწავლო უნარების, მათ შორის - კითხვის, საშუალოზე დაბალი დონე აქვს, რაც სასკოლო განათლების მაღალ ხარისხზე ნამდვილად არ მიუთითებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თინა ბოკუჩავას განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტი ინტერპელაციის ფორმატში განათლების და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის სტუმრობისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ სკოლებში განათლების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის 2018 წლის შეფასებით, საქართველოში განათლების ხარისხის სერიოზული პრობლემები დასტურდება. 79 ქვეყნიდან, სადაც კვლევა ჩატარდა, საქართველოს მოსწავლეები წაკითხულის გააზრების მიხედვით არიან 71-ე ადგილზე, მათემატიკაში - 67-ე, მეცნიერებაში - 74-ე ადგილზე“.
მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარს ორი საერთაშორისო კვლევა - წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS –Progress in International Reading Literacy Study) და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა (მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარს ორი საერთაშორისო კვლევა - წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS –Progress in International Reading Literacy Study) და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა (PISA – Program for International Student Assessment) აფასებს.
2018 წელს, რა მონაცემზეც თინა ბოკუჩავა განცხადებაში საუბრობს, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევა ჩატარდა. PISA 2000 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OESD) ეგიდით სამ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით ტარდება. აღნიშნული კვლევა განსაზღვრავს, 15 წლის მოზარდები სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რამდენად არიან მზად, ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. კვლევის მიხედვით, მოზარდების კომპეტენცია წიგნიერებაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და მათემატიკაში ფასდება.
საქართველო PISA-ში, როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2015, 2018, 2022 წლების ციკლში მიიღო მონაწილეობა. 2022 წლის შედეგები ჯერ არ გასაჯაროებულა. აქედან გამომდინარე და იმ მიზეზითაც, რომ განცხადების ავტორი სწორედ ამ მონაცემებს მიმოიხილავს, ჩვენც აღნიშნული კვლევის შედეგებზე ვკონცენტრირდებით.
2018 წლის კვლევაში ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 5 572 მოსწავლე და 326 სკოლა შეფასდა.
2018 წელს PISA-ში, 72 ქვეყნის 600 000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სამი კომპონენტიდან პროგრამა წიგნიერების ნაწილზე იყო ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება წაკითხულის გააზრების შემეცნების ნაწილს დაეთმო, თუმცა მათემატიკური და საბუნებისმეტყველო უნარებიც შემოწმდა.
PISA-ს საშუალო მაჩვენებელი წიგნიერებაში 487 ქულა იყო, მათემატიკაში საშუალო 489 ქულა დაფიქსირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აგრეთვე, 489 ქულა იყო. საქართველომ, 2015 წელთან შედარებით, სამივე კომპონენტში მონაცემები გაიუარესა. წიგნიერებაში საქართველოს მოსწავლეების ქულა 380, მათემატიკაში - 398 ქულა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 383 ქულა იყო. შესაბამისად, კითხვის უნარებში საქართველომ 79 ქვეყანას შორის 70-71-ე ადგილი დაიკავა, მათემატიკაში - 60-63-ე ადგილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში - 71-72-ე ადგილი. კითხვაში მოსწავლეების 36% მიღწევის მეორე (საბაზო) დონეზე ან მის ზემოთ მოექცა, 64% საბაზო დონის ქვემოთაა და მაღალი მიღწევების ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 2% მოხვდა.
2018 წელს საქართველოზე დაბალი შედეგი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ - პანამა, ინდონეზია, კოსოვო, მაროკო, ლიბანი, დომინიკის რესპუბლიკამ უჩვენა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელთან შედარებით, საქართველომ შედგები გააუარესა, აღნიშნულ წელს კითხვის უნარებში საქართველოს 401 ქულა ჰქონდა საშუალო 493 ქულიდან (59-64-ე), მათემატიკაში 404 – 490 ქულიდან (56-59-ე), საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში 911 - 493 ქულიდან (58-61-ე ადგილი).
რაც შეეხება წიგნიერების საერთაშორისო კვლევას, მას საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია 2001 წლიდან - ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და 11-მდე რეგიონი მონაწილეობს.
PIRLS არის მოსწავლეთა წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს, 9-10 წლის მოზარდების კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარები შეაფასოს. კვლევა აფასებს, როგორც მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობას, ისე იმ გარემოს (ოჯახი, სკოლა, მასწავლებლები, სწავლების მეთოდოლოგია და ა.შ.), სადაც კვლევის ბენეფიციარები კითხვის უნარებს ივითარებენ, სხვა სიტყვებით, ის კითხვის შესწავლაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიცირებას ახდენს.
საქართველო PIRLS-ში 2006 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2011, 2016 და 2021 წლებში მონაწილეობდა. 2021 წელს კვლევაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 57-მდე გაიზარდა და საერთო ჯამში 346 992-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოდან - 190 სკოლის 5 637-მა მოსწავლემ. 2021 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს ქულა 2016 წელთან შედარებით (488 ქულა) გაუმჯობესდა და 494 ქულა შეადგინა. თუმცა საქართველოს შედეგები საკმაოდ დაბალია და 57 ქვეყანას შორის მხოლოდ 41-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე უარესი შედეგი მონტენეგროს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, ომანს, კოსოვოს, ბრაზილიას, ირანს, იორდანიას, ეგვიპტეს, მაროკოს და სამხრეთ აფრიკას აქვს.
საერთაშორისო კვლევების გარდა, ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც მოსწავლეთა განვითარებაზე მიუთითებს, საატესტატო გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელია. 2012 წლიდან, საატესტატო გამოცდებში საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა მზარდია. თუ 2012-2015 წლებში ეს რიცხვი 14%-ის ფარგლებში მერყეობდა, შემდგომ წლებში მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც საატესტატო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, 24-27%-ს შორის იყო. 2019 წლიდან კი საატესტატო გამოცდები სკოლებში გაუქმდა.
განხილული მასალიდან გამომდინარე, თინა ბოკუჩავას განცხადება არის სიმართლე", - ნათქვამია „ფაქტ-მეტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.