ჩემი შვილი "კაპრიზული" იყო, დიდი ხნის განმავლობაში მამინაცვალს არ იღებდა - რა ისტორიას ყვება ქეთა თოფურია?
ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი, ოლივია დიდი ხნის განმავლობაში მამინაცვალს არ იღებდა.
ქეთა თოფურიას რუს ლედი გაგას უწოდებენ.
2020 წლის ნოემბერში ქეთამ მეორედ იქორწინა. ლევს და ქეთას საერთო შვილი ადამი ჰყავთ.
"დიდი ხნის განმავლობაში არ იღებდა მამინაცვალს, ის იყო "კაპრიზული", მაგრამ ლევმა აჩვენა მას სიყვარული", - აცხადებს თოფურია.
ქეთას თქმით, ახლა ყველაფერი კარგადაა.