თეგებით ძიება

როგორ გავუმკლავდეთ ხველას? - ხალხური მეთოდები

ნახეთ, ხალხური მეთოდები ხველის ადვილად გასამკლავებლად.

1 - ნუშის გული დანაყეთ წმინდად. გაცერით და აურიეთ თოხლო კვერცხი. მოურიეთ კარგად და მიიღეთ. ეს პროცედურა შველის ხველას.

2 - გახეხეთ შავი ბოლოკი და გამოწურეთ წვენი, შეაზავეთ თანაბარი რაოდენობის თაფლთან და კარგად აურიეთ. დალიეთ 2-2 ს/კ ჭამის წინ და ძილის წინ.

3 - რეცეპტი ბავშვებისათვის: პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბოლოკი თაფლთან და შაქრის ფხვნილთან ერთად მოშუშეთ ჰაერღუმელში ან ღუმელში. წვენი გადმოასხით და ბავშვებს დაალევინეთ 2-2 ჩ/კ ჭამისა და ძილის წინ.

4 - დაფხვნილ შაქარზე დაასხით ღვინის ძმარი, შემდეგ წუწნეთ ნელ-ნელა.

5 - ხველის დროს კარგია თაფლის, რძისა და მაწვნის მიღება.

6 - თაფლის და ლიმონის წვენი ერთად გადაადუღეთ და ეს წვენი დღეში რამდენჯერმე თითო ჩ/კ მიიღეთ.

7 - ცაცხვის ჩაი, ლიმონის წვენი და შაქარი ან თაფლი ერთად შეზავებული, დღეში 3-4 ჭიქა შველის ხველას.

8 - ერთი ჭიქა ქერის მარცვალი ხარშეთ 0,5 სთ. გაურიეთ შაქარყინული ან თაფლი და ეს წვენი მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჩაის კოვზი.

9 - ინგალაცია – ფიჭვის გირჩების ნაყენის. ასევე შეიძლება დალევაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა