27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
აუცილებელი არ არის, რომ საკუთარი გეგმები სხვა ადამიანების სურვილებს მოარგოთ. ეცადეთ, თხოვნაზე უარის თქმა ისწავლოთ და აკეთეთ ის, რაც თქვენ და არა თქვენ გარშემო მყოფებს სურთ. ერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. უმჯობესია, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ, ვიდრე ვიღაცის ნეგატიურმა კომენტარებმა განწყობა გაგიფუჭოთ.
კურო
გარემოებათა მოულოდნელი განვითარება საშუალებას მოგცემთ, რომ უჩვეულო ადამიანებს შეხვდეთ და მომხდარი ყველი მხრიდან შეაფასოთ. ეცადეთ წინდახედულად იმოქმედოთ და კონკურენტების მიერ დაგებული მახეები დროულად შენიშნოთ. უმნიშვნელო წვრილმანების გამო შეიძლება ბევრი ძვირფასი დრო დაკარგოთ.
ტყუპები
თქვენი ცხოვრება მეტ წესრიგს და ცვლილებებს საჭიროებს. დროა, დაასრულოთ ურთიერთობა, რომელსაც სიხარულისა და სიამოვნების ნაცვლად, ტკივილი და პრობლემები მოაქვს. გათავისუფლდით ძველისგან და ადგილი ახალ იდეებს, მოვლენებს და ადამიანებს დაუთმეთ. საყვარელი საქმიანობა შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.
კირჩხიბი
ამ დღის გამოწვევებს ადვილად გადალახავთ, თუ მოქმედების ჩვეულ წესს შეცვლით და მომხდარს ახლებურად შეხედავთ. მოზღვავებული ემოციები საშუალებას არ გაძლევთ, რომ მოვლენები მიუკერძოებლად შეაფასოთ, ამიტომ გირჩევთ, ყველა შეხვედრა და დისკუსია სხვა დღისთვის გადადოთ.
ლომი
ამ დღეს ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციური ხართ და გეჩვენებათ, რომ თქვენ გარშემო ძალიან ბევრი უსამართლობაა. ეცადეთ, ყველაფერი, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, გულთან ახლოს არ მიიტანოთ და ხვალ თქვენი მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. მოერიდეთ დაძაბულობას და სტრესს და ბუნებაში მეტი დრო გაატარეთ.
ქალწული
ეცადეთ, დრო და ძალისხმევა ამ დღეს დაგეგმილ ყველა საქმეზე თანაბრად გაანაწილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მთელი ყურადღება ერთ საკითხზე გადაიტანოთ და დანარჩენი საქმეები თაროზე შემოდოთ. გირჩევთ, სადავო საკითხების განხილვისას პარტნიორს დაუთმოთ, ამით თქვენი ურთიერთობა უფრო მყარი და ჰარმონიული გახდება.
სასწორი
ბოლო დღეებში დაგროვილი სტრესი და დაღლილობა შეიძლება თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს და იმუნიტეტი დაასუსტოს. დროა, სრულფასოვანი დასვენებისთვის დრო და რესურსები გამონახოთ. ადამიანს, რომელიც ოდესღაც უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
მორიელი
დილიდან საინტერესო მოვლენების ორომტრიალი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს შვიდად შეხვდეთ. სწორად შერჩეული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რაც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
მშვილდოსანი
ცუდმა განწყობამ შეიძლება სიტუაციის სწორად შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, მოვლენებს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ და ნებისმიერ საკითხში მოგებიანი შესაძლებლობები დაინახოთ. მოერიდეთ გრძელვადიანი გეგმების შედგენას, რადგან ამჟამად საკუთარი რესურსების ობიექტურად შეფასება არ შეგიძლიათ.
თხის რქა
ეცადეთ, ამ დღისთვის დაგეგმილი ყველა საქმე დროულად დაასრულოთ. თუ რაიმე მიზეზით ამ საქმეს სამომავლოდ გადაიტანთ, შეიძლება ახალ პრობლემებს და სირთულეებს შეეჯახოთ. ეს დღე ხელსაყრელია მომავლის დაგეგმვის, სურვილებისა და პრიორიტეტების გადახედვისთვის. ეცადეთ, დასვენებას და ძალების აღდგენას მეტი დრო დაუთმოთ.
მერწყული
დროა, საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქროთ. აირჩიეთ პროექტები ან საკითხები, რომლებსაც ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია და იმოქმედეთ. შესაძლოა, კონკრეტული საკითხების მოგვარება დროში გაიწელოს, მაგრამ თუ სიმტკიცეს და გამძლეობას გამოიჩენთ, საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.
თევზები
მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და თქვენთვის უცნობი საქმეების კეთება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემის გადაჭრისას მხოლოდ საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით იხელმძღვანელოთ და სხვა ადამიანების რჩევები ნაკლებად გაითვალისწინოთ. მოერიდეთ ახალი ნივთების შეძენას, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.
წყარო: funtime.ge