2012 წლიდან, თავისუფალ მედიაზე პირდაპირი შტურმი დაიწყო - ზაალ უდუმაშვილი
ტელეწამყვანი, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს.
"2012 წლიდან, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, დაიწყო პირდაპირი შტურმი თავისუფალ მედიაზე. ყველასთვის ცხადი იყო მისი მთავარი ამოცანა, რომ კრიტიკული მედია გაეჩუმებინა ამ ქვეყანაში. რა ომი და ბრძოლა გადაიტანა დღემდე დამოუკიდებელმა მედიამ, ყველა კარგად ხედავს. ყველა ტელევიზიის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეებია აღძრული, მფლობელებს იჭერენ, სასამართლოში დაჰყავთ. ეს იქნება „მთავარი არხი“, "tv პირველი" თუ „ფორმულა“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.