იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმედოვნებს, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელ განცხადებებს არ გააკეთებს.
"იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს.