თეგებით ძიება

ტოპ-7 ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში (ფოტოები)

მაღალი შენობების მშენებლობა არა მხოლოდ პლანეტის მოსახლეობის მატებასთან, არამედ ქვეყნების პრესტიჟთანაა დაკავშირებული. ცათამბჯენები, ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან გახდა ამბიციების, თანამედროვეობის, ფუფუნებისა და მოწინავე ტექნოლოგიების პოლიგონი. 

მაღალი შენობებით გამორჩეული დღემდე რჩება ჩინეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კორეა. ევროპა აღნიშნულ რეიტინგი არ ფიგურირებს.

წარმოგიდგენთ 7 ყველაზე მაღალ შენობას მსოფლიოში:

1. ბურჯ ხალიფა (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები)

828 მეტრის მქონე სუპერმაღალი ცათამბჯენი აღიარებულია, როგორც ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბჯენის შენება დაიწყო 2004 წელს და გრძელდებოდა 6 წელი. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). გეორგ ეფსტათიუ კომპანიიდან SOM არის პროექტის მმართველი პარტნიორი, ხოლო ადრიან სმითი (SOM-დან წამოსული) დიზაინის პარტნიორი. დამოუკიდებელი შეფასება მოახდინა კომპანიამ CBM Engineers Inc.

ცათამბჯენი 163 სართულისგან შედგება, ბოლო სართულზე განლაგებულია ე.წ. გადმოსახედი, რომელიც საშუალებას იძლევა 555 მეტრიდან თქვენს თვალწინ გადაიშალოს უნიკალური ხედები ქალაქსა და უდაბნოზე.

ცათამბჯენი ბეტონითა და უმაღლესი ხარისხის ფოლადითაა აგებული, რომელიც ქვისგან განსხვავებით, ნაკლები წონისაა და მეტ სივრცეს ტოვებს.

დუბაის კლიმატური პირობების გამო, შენობაში ტემპერატურა შესაძლოა 98 გრადუსამდე გაზრდილიყო, ამიტომ დაამონტაჟეს წყალზე მომუშავე ჰაერის გამაგრილებლები, ხოლო ის მინები, რომლითაც მთელი შენობაა დაფარული, დაფარეს ტიტანიუმით, რომელიც აირეკლავს მზის სხივებს და ამგვარად დამატებით იცავს შენობას გადახურებისგან.

ბურჯ ხალიფას ერთ-ერთი ინჟინრის განცხადებით, შენობის პროქტირების დროს ინჟინრები ცდილობდნენ, მიეცათ მისთვის ისეთი ფორმა, რომელიც გაიმეორებდა ქარის მოძრაობას.

ბურჯ ხალიფა დღეს მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

2. "შანხაის კოშკი" (შანხაი, ჩინეთი)

632 მეტრის მქონე ცათამბჯენი განასახიერებს ერთმანეთზე დადებულ ცხრა ცილინდრული ფორმის კონსტრუქციას. თითოეულ განყოფილებას აქვს თავისი ბაღები, კაფეები, რესტორნები და სავაჭრო მოედნები.

გამჭვირვალე ფასადი შენობის დიზაინის შემადგენელი უნიკალური ელემენტია. მისი ორმაგი ფენა მაქსიმალურად იცავს ცათამბჯენს მზის სხივებისგან. 

შანხაის კოშკი მწვანე არქიტექტურის მრავალ ელემენტს მოიცავს. ის დასახელებულია ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკოლოგიური მიზნებისთვის შესაბამის შენობად. კოშკის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და მსოფლიოში სიმაღლით მესამე ნაგებობის ტიტული მოიპოვა "ბურჯ ხალიფასა" და ტოკიოს “ზეციური ხის” შემდეგ. ნაგებობა შედგება 128 სართულისგან, რომელთა ფართობი 380 ათასი კვ.კმ-ია.

 3. “ტოკიოს ზეციური ხე” (ტოკიო, იაპონია)

ტოკიოს რაიონ სუმიდაში აგებული 634-მეტრიანი სატელევიზიო კოშკის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. 

შენობის დიზაინი პარიზის ეიფელის კოშკს ეყრდნობა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეიფელის კოშკზე 9 მეტრით მაღალია, ტოკიოს ტელეანძა მხოლოდ 4000 ტონას იწონის, მაშინ როდესაც ეიფელის კოშკი დაახ. 7300 ტონაა.

ტელეანძა შეღებილია თეთრად და საერთაშორისო ნარინჯისფრად საჰაერო უშიშროების მოთხოვნების თანახმად. შებინდებიდან შუაღამემდე ტელეანძა ნარინჯისფრად კაშკაშებს. განათების შეფერილობა დროდადრო იცვლება განსაკუთრებული მოვლენების მიხედვით; მაგ. კინოფილმ მატრიცას იაპონურ პრემიერაზე ტელეანძა ნეონისფერ მწვანედ ანათებდა.

ვინაიდან გარშემო მხოლოდ დაბალი შენობები აკრავს, ტოკიოს ტელეანძის ხილვა შეიძლება ტოკიოს ცენტრალური რაიონების მრავალი წერტილიდან, როგორიცაა როპონგის მაღლობები, ტოკიოს უბე, იმპერიული სასახლის აღმოსავლეთის ბაღები და შინჯუკუს სადგურის სამხრეთის ბაქნიდან.

4. აბრაჯ ალ-ბეიტი (მექა, საუდის არაბეთი)

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში აღმართული ეს  601-მეტრიანი ნაგებობა მდებარეობს ქააბასთან, რომელიც ისლამური სახელმწიფოს უწმინდეს ადგილად მიიჩნევა.

მთავარი შენობა - Makkah Royal Clock Tower სიმაღლეში 601 მეტრია, რაც მას საშუალებას აძლევს მსოფლიოს მეგა-ცათამბჯენების სამეულში დაიკავოს საპატიო ადგილი.

აღსანიშნავია, რომ კოშკის საათი 6-ჯერ დიდია ლონდონის ბიგ-ბენის საათზე.

5. საერთაშორისო საფინანსო ცენტრი, პინანი შენჩჟენი, ჩინეთი

ეს არის 599 მ სიმაღლის 115-სართულიანი ცათამბჯენი ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში. მშენებლობა 2017 წელს დასრულდა, ეს სიმაღლით მეორე შენობაა ჩინეთში. კომპლექსში შედის, აგრეთვე, მეორე უფრო დაბალი 65-სართულიანი კოშკი, რომლის სიმაღლეც 307 მ-ია.

2015 წლამდე ეს კოშკი 660 მ იყო, მაგრამ შენობის შპილის (წაგრძელებული კონუსი ნაგებობის თავზე) მოხსნის შემდეგ მისი სიმაღლე 599 მ-მდე შემცირდა.

6. გუანჯოუს CTF ფინანსური ცენტრი (ჩინეთი)

Guangzhou Chow Tai Fook საფინანსო ცენტი არის 530 მეტრი სიმაღლის შერეული გამოყენების ცათამბჯენის, რომლის მშენებლობა 2016 წელს დასრულა. ეს არის რიგით მესამე ყველაზე მაღალი შენობა ჩინეთში და მეშვიდე ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში. გუანჯოუს CTF საფინანსო ცენტრს აქვს სულ 111 მიწისზედა და ხუთი მიწისქვეშა სართული, სადაც განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, ოფისები, ბინები და სასტუმროები. 

გუანჯოუს CTF ფინანსურ ცენტრში დამონტაჟებულია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტები, რომელთაც შეუძლიათ მიაღწიონ 21 მ/წმ სიჩქარეს.

7. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (ნიუ-იორკში, რომელიც 2001 წლის 11 სექტემრის ტერაქტის დროს განადგურდა და „ტყუპების“ სახელითაა ცნობილი).

სავაჭრო ცენტრი აშენდა იაპონელი არქიტექტორის მინორუ იამასაკის პროექტით. გაიხსნა 1973 წლის 4 აპრილს.

ცენტრის კომპლექსი შედგებოდა 7 შენობისგან, რომელთა შორის არქიტექტურულად დომინირებდა ორი ტყუპი-კოშკი, თითოეული მათგანი 110 სართულით (ჩრდ. 417, სამხ. 415 მ). მათ აგებამდე მსოფლიოში უმაღლესი შენობა იყო "ემპაია სტეიტ ბილდინგი", ხოლო მათი განადგურების შემდეგ, ეს უკანასკნელი ისევ გახდა უმაღლესი შენობა ქალაქ ნიუ-იორკში.

ტერაქტის შემდეგ ამ ადგილას აშენდა 6 ახალი ცათამბჯენი, რომელთა შორისაა ამერიკის ყველაზე მაღალი შენობა "ფრიდომ თაუერი". ასევე მემორიალი და სატრანსპორტო კვანძი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა