"ამ პერიოდებში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ შეიძინოთ ნივთები!" - ასტროლოგის გაფრთხილება
ასტროლოგი, რამაზ გიგაური მთვარის „უკურსო მოძრაობასთან" დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ასტროლოგიაში ე. წ. „მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
არ შეიძინოთ ნივთები;
არ დაიწყოთ ახალი საქმე;
არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;
არ დადოთ შეთანხმებები;
არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!!!", - წერს ასტროლოგი.