თეგებით ძიება

ნუ ლანძღავთ იმ ქვეყანას, ნუ უწოდებთ მტერს, რომელიც ამ გარყვნილებას და გათახსირებას მსოფლიო მასშტაბით ებრძვის - მეუფე სპირიდონი რუსეთზე

მეუფე სპირიდონმა, ქადაგების დროს განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს მტერი არაა და მისი გინება არ შეიძლება.

"ახლა მოდაშია, ასე ვთქვათ, "პრადვინუტობად" ითვლება, სინამდვილეში ეს არის ძალიან საქციელი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გინება. ეს არ არის სწორი. ახლა გაიხსნა ფრენები, უვიზო მიმოსვლა გაიხსნა, მე მაგალითად ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ქვეყანაა რუსეთი და მინდა, მასთან იყოს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ძალიან უნდა დავეხმაროთ. 

რა არის ჩვენი ნამდვილი "გიმნი" - ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენ საქართველოს, აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს. ეს არის ჩვენი "გიმნი" და არა ის გაუგებარი სიტყვების წყობა, რომელსაც დღეს ამღერებენ - დიდება თავისუფლებას. თავისუფლებას დიდება კი არა, ქრისტე ღმერთს დიდება. 

ერს კიდევ გირჩევთ, ნუ ლანძღავთ იმ ქვეყანას, ნუ უწოდებთ მტერს, რომელიც ამ გარყვნილებას და გათახსირებას მსოფლიო მასშტაბით ებრძვის, არ არის ეს სწორი. და ღმერთმა, მე ძალიან გამიხარდა, რომ ეს ახლა ადგა, მიმოსვლა. ღმერთმა ქნა, ეშმაკს არ უნდა, რომ ორი მართლმადიდებელი ერი ერთად იყოს და ერთმანეთს დაეხმაროს, რად უნდა ეშმაკს, დაყავი და იბატონეს იძახის", - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

წყარო - "მთავარი არხი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა