"სამწუხაროდ, მოხდება ნეგატიური მოვლენაც" - როგორი იქნება ივნისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?
ასტროლოგიის თვალსაზრისით, ზაფხულის პირველი თვე ხელსაყრელი პერიოდია და ამის მიზეზი პლანეტებისა და ვარსკვლავების დადებითი განწყობაა. 11 ივნისს მერკური ყველაზე ძლიერი პლანეტა გახდება ტყუპის ნიშანში, რაც ჩვენ წინაშე ფინანსურ კარს გახსნის.
სამწუხაროდ, იქნება ნეგატიური მოვლენაც – სატურნი 17 ივნისს რეტროგრადულ სვლას დაიწყებს. თვის მეორე ნახევარში მეტი ყურადღება და შიშებთან ბრძოლა გვმართებს. ასევე საჭიროა საშიშ სურვილებთან გამკლავება – ესაა გარკვეული გამოცდის დრო, რომელსაც მედგრად უნდა დავუხვდეთ.
რეტროგრადული სატურნი, პირველ რიგში, ჩვენს განწყობაზე აისახება ნეგატიურად. ცუდი ფიქრები შეიძლება ჩვენს ნომერ პირველ მტრად იქცეს. ამიტომ საჭიროა ნეგატიური აზრებისგან განთავისუფლება, რათა განცდებმა და დაძაბულობამ პრობლემები არ შეგვიქმნას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ვერძი
თვის პირველი ნახევარი ძალზე პროდუქტიული და დადებითი პერიოდი იქნება. სატურნი თქვენს ენერგეტიკაზე სუსტად მოქმედებს, ამიტომ ასევე პოზიტიური და თითქმის უპრობლემო იქნება ივნისის მეორე ნახევარიც. თამამად შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დაწყობა, განსაკუთრებით თვის დასაწყისში.
განსაკუთრებით აქტუალური იქნება ადამიანებისადმი ნდობა – უნდა გაარკვიოთ, ვის შეიძლება ენდოთ და ვის – არა. უკიდურესად მნიშვნელოვანია კარგი რეპუტაციის შენარჩუნება. თუ ისე მოიქცევით, რომ ირგვლივ მყოფებს გაანაწყენებთ, ეს ურთიერთობებში, სიყვარულსა და მეგობრობაში მწარე გამოცდილების გამეორების რისკს გაზრდის.
კურო
თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი და წარმატებული თვეა. კუროებს სირთულეები გელოდებათ, მაგრამ ეს, საბოლოოდ, გარკვეულ სიბრძნეს მოგიტანთ. შესანიშნავი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, რამე ახლის სწავლისთვის. მომატებული ემოციურობისა და ამბიციების ფონზე შესაძლებელია ახალი მტრების გაჩენა. თვის მეორე ნახევარში არაა გამორიცხული კონფლიქტები ახლობელ ადამიანებთან.
არაკეთილმოსურნეები შეიძლება თქვენი წარმატებების გამოც გაჩნდნენ, მაგრამ არ უნდა შეშინდეთ. ყველაზე მთავარია, საქმეები არ დაიწყოთ და დაამთავროთ მინორულ ტონში, ცხვირი არ ჩამოუშვათ წვრილმანების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები უარყოფითად შეიძლება განვითარდეს. და გახსოვდეთ, რომ ჯილდო ოპტიმიზმისთვის ძალიან მაღალი იქნება.
ტყუპი
ივნისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. მერკური ტყუპის ნიშანში თქვენ ირგვლივ ძალზე დადებით ენერგიას შექმნის და ადამიანებს მოიზიდავს. საინტერესო მოვლენებით მდიდარი თვე იქნება სიყვარულისა და სამუშაოს სფეროებში. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ივნისი შესანიშნავი პერიოდია სწავლისთვის, სამუშაოს შეცვლისა და საკუთარი თავის ძიებისთვის.
შეძლებთ ცხოვრებაში კეთილდღეობის მოზიდვას, სიამოვნების მიღებას ურთიერთობების, ახალი გატაცებებისა და მუშაობისგან. ექსპერტები გირჩევენ, ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინოთ ახლობელ ადამიანებს.
კირჩხიბი
სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეთ სიზარმაცისა და აპათიისგან – ამ თვეში უკუნაჩვენებია პირდაპირი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა. ღამის მანათობლები ძალზე მომგებიან განლაგებაში იქნებიან, ამიტომ უმთავრეს ამოცანებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
ზაფხულის დასაწყისში შეიძლება ისეთ მოვლენებს წააწყდეთ, რომლებიც თქვენთვის სრულიად უცხო განცდებს მოიტანს. ეს ძალზე მღელვარე და მნიშვნელოვანი მომენტები იქნება თქვენს ცხოვრებაში. არ მოაკლოთ ახლობლებს თქვენი სიკეთე და ზრუნვა. რაც უფრო მეტ სიკეთეს გამოიჩენთ ნათესავებისა და მეორე ნახევრის მიმართ, მით უფრო მეტად დაგიფასდებათ ეს.
ლომი
ივნისში გაქვთ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ, განეწყოთ გამარჯვებებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. არ უგულებელყოთ ახლობლების თხოვნა, რათა თქვენსა და მათ შორის გადაულახავი კედელი არ აღიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ოჯახი პირველ ადგილზეა.
სასურველია, რომ ნაკლები დრო გაატაროთ მოსაწყენ ადამიანებთან. ასევე მნიშვნელოვანია, თქვენ თვითონ არ მოიწყინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს თქვენთან ურთიერთობების სურვილი აღარ ექნებათ. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამ თვეში წარმატებას არა ზომიერება, არამედ სიჭარბე მოიტანს. ეს ნიშნავს, რომ უნდა გიყვარდეთ მთელი გულით, იმუშაოთ თავდაუზოგავად და დაისვენოთ ისე, როგორც ამას თქვენი სული გთხოვთ.
ქალწული
ივნისში კატეგორიულად აკრძალულია ალტრუიზმი. ახლობლების დახმარება კარგია, მაგრამ დროა, საკუთარი სურვილებიც გაიხსენოთ. არ შეიძლება ცხოვრება მხოლოდ სამუშაოს, იმ საქმების გამო, რომლებსაც თქვენთვის სიამოვნება არ მოაქვს.
თვის მეორე ნახევარში სატურნის უკუსვლამ, შესაძლოა, მცირე პრობლემები შეგიქმნათ, მაგრამ, სამაგიეროდ, მერკური თქვენს ქარიზმასა და მომხიბვლელობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. არ შეუშინდეთ ცვლილებებს და მართვის სადავეები თქვენს ხელში აიღეთ.
სასწორი
ერიდეთ მანიპულატორებს – ამ თვეში ისინი გზაზე შეიძლება ჩეულებრივზე მეტი შეგხვდეთ. ადამიანებში ძალა საკმარისი იქნება, მაგრამ მათ მეტის სურვილი ექნებათ – მეტი წარმატების, თავისუფალი დროისა და ა.შ. ამით აიხსნება ტოქსიკური პიროვნებების მოქმედებები. ასევე უნდა გახსოვდეთ „ორი კურდღლის მდევრის“ ამბავი – უნდა შეარჩიოთ ცხოვრების პრიორიტეტული სფერო.
17 ივნისიდან, როდესაც სატურნი რეტროგრადული გახდება, ყველაფერი შეიძლება აირიოს. თქვენთვის წარმატების გარანტი ნებისმიერ ასპარეზზე სიფრთხილე იქნება. არ გარისკოთ უაზროდ და არ გადახვიდეთ სწორი გზის კალაპოტიდან, რათა ცხოვრება ქაოსში არ გადაიზარდოს. ასევე არ გადაუხვიოთ გზას ახლობლების ზეწოლის გამო.
მორიელი
ძალზე ხელსაყრელი თვე გელოდებათ, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ამ თვეში ოთხი ყველაზე საშიში დღეა – 4, 17, 27 და 30 ივნისი. ამ დღეებში ციური მანათობლები თქვენ ენერგეტიკაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებენ. სამუშაო ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ დროდადრო რუტინას გამოეთიშოთ. დაღლილობის დროს გარემო გამოიცვალეთ.
არაა გამორიცხული, რომ ხანდახან მოწყენილი და მელანქოლიური გახდეთ, მაგრამ ეს გრძნობები არ უარყოთ, არამედ განიცადეთ და გადაიტანეთ. როგორც კი ამას შეძლებთ, ერთგვარი „განწმენდის“ გრძნობა გაგიჩნდებათ, გაიაზრებთ ახალ პრიორიტეტებს, სურვილებს, ოცნებებს. ასტროლოგები გირჩევენ, გადახედოთ ზოგიერთ კონსერვატიულ შეხედულებებს სამყაროზე. უნდა გაიგოთ, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ იცვლება – ადამიანები, აზრები, მოდა, პრიორიტეტები და სხვ.
მშვილდოსანი
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ უმოქმედობა წაგების ტოლფასია. წარმატების მისაღწევად მოქმედებაა აუცილებელი. კოსმოსის დადებითი გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში იქნება, თუ სიზარმაცეს დაძლევთ. საჭიროა სტაბილური კარგი განყობის შენარჩუნება.
სამყარო ბევრ თქვენს სურვილს შეასრულებს, მაგრამ სურვილებში ფრთხილად უნდა იყოთ – მხოლოდ კეთილი და ნათელი სურვილები უნდა ჩაუთქვათ. კეთილგანწყობილი იყავით ახლობლების მიმართ. არ შეიძლება მათთვის ულტიმტუმების წაყენება და მათი ცნობიერებით მანიპულირება. დაუჭირეთ მათ მხარი მორალურად, მიეცით მეტი თავისუფლება.
თხის რქა
ბევრი ღირსება გაქვთ: პროდუქტიულობა, პასუხისმგებლობა, ყურადღება და ა.შ. ივნისში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს აჩვენოთ თქვენი სიკეთე და არა მხოლოდ ის, რომ ფულის შოვნის ნიჭი გაქვთ. ივნისში ძალიან წაგადგებათ შემოქმედებითი აზროვნება. მერკური დაგეხმარებათ, თუ ექსპერიმენტებს არ შეუშინდებით.
და მიუხედავად ამისა, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. რისკებისა და ავანტიურების გამო მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, რაც ნერვულ სისტემაზე იმოქმედებს. ასტროლოგები გირჩევენ, არ უღალატოთ თქვენს მთავარ ღირებულებებს, მრწამს, რათა არ ჩაგეშალოთ გეგმები და ირგვლივ მყოფების მხრიდან პატივისცემა არ დაკარგოთ. მოერიდეთ ცრუპენტელებს, მატყუარებს.
მერწყული
ამ თვეში ან მუშაობის საათები უნდა გაზარდოთ, ან შვებულება აიღოთ. მთავარია, გაიაზროთ, რა უფრო გარგებთ და კონკრეტულად რა სახის დასვენება უფრო წაგადგებათ. ასტროლოგები კატეგორიულად გაფრთხილებენ, რომ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებს არ გადააბაროთ – ის, რაც თქვენ გაბარიათ, თქვენ უნდა შეასრულოთ.
ძალზე არასასურველია, რომ სხვის პრობლემებს შორიდან უყუროთ. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს და გახსოვდეთ, რომ სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ. ამასთან, სხვების დახმარებით გაიჩენთ ახალ მეგობრებს და შეიძლება, მეორე ნახევარიც იპოვოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მოსალოდნელია ფინანსური კეთილდღეობა, რაც მტრების გაჩენის ალბათობას ზრდის.
თევზები
შესანიშნავი დროა ოჯახური კავშირების განსამტკიცებლად, საკუთარ თავზე მუშაობისთვის. ესაა სიკეთის, სიყვარული თვე. განსაკუთრებით გაუმართლებთ მარტოხელა თევზებს და მათ, ვინც კარგად იცის, რა უნდა ცხოვრებაში, კარგი დროა მოგზაურობისთვის.
შეძლებთ მელანქოლიური განწყობის გადალახვას. გელოდებათ სიურპრიზები, თან ცხოვრების ყველა სფეროში. თვის დასაწყისში შეძლებთ საკუთარი შეცდომების გააზრებას და სულიერი განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. შეგიძლიათ გარემოს გამოცვლა და სამოგზაუროდ წასვლა. მრავალი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ.
წყარო: sputnik-georgia.com