თეგებით ძიება

ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში; ვხედავთ, როგორ ითრევენ მათ ერთი და იმავე უკანონობის მორევში - ზელენსი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვასა და საქართველოზე საუბრობს და ამ ქვეყნების უკანონობის მორევში ჩათრევაზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც უკრაინის ლიდერმა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მოლდოვაში განაცხადა, ევროკავშირსა და ნატო-ს გაერთიანებებში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ პოზიტიური პასუხები არ გაუციათ.

"ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს სხვადასხვაგვარი მეთოდებით, თუმცა ერთი და იმავე უკანონობის მორევში. მაგრამ, თუ უკრაინელებს, რომლებმაც სისხლით მორწყეს საკუთარი მიწა ევროპული მომავლისთვის, ჯერ არ მიუღიათ ნათელი და პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით, სხვების იმედები მით უფრო მკრთალი ხდება", - აცხადებს ზელენსკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა