თეგებით ძიება

"მე-10 საუკუნის ძეგლს, ზედ თავზე გადაატარეს გაზის მილები... გაზის კომპანია გარემოს დამახინჯების გზით, ახორციელებს გაზის გაყვანას..." - რა ფოტო ვრცელდება?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე გაზის კომპანიის მიერ, ისტორიული ძეგლების დამახინჯების შესახებ წერს.

"არაერთხელ დავწერე და დავდე ფოტომასალა, რომ საქართველოს გაზის კომპანია უკიდურესად არაპროფესიონალურად და გარემოს, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამახინჯების გზით, ახორციელებს გაზის გაყვანას. 

ჯერ ერთი, დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება ნორმალური ქვეყანა, სადაც გაზის მილები ასე ჰაერში გადიოდეს, ყველგან მიწის ქვეშაა დაფარული და მეორეც, თუ ჯერჯერობით ჩვენ მაჩანჩალა სახელმწიფოს არ აქვს თავი კაპიტალურად და თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიწის ქვეშ გაიყვანოს გაზის მილები, იმდენს მაინც უნდა ხვდებოდეს გაზის კომპანია, რომ თავიანთი მახინჯი მილები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ზედ არ უნდა გადაატარონ, ძეგლების კედლები არ უნდა გახვრიტონ და არც კედლებზე არ უნდა გაატარონ. ამ შემთხვევაში კი ჯავახეთის სოფ. საღამოს შუა ეკლესიას (სამთაგან ერთერთი), მე-10 საუკუნის ძეგლს, ზედ თავზე გადაატარეს გაზის მილები იდიოტებმა!

ბატონ კუკური მეტრეველის ფოტო, 2023", - წერს ილია ჭიღლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა