თეგებით ძიება

ერდოღანს რომ არ გაემარჯვა, „სოროსის კაცი“ მიგრანტებს საზღვრებს გაუხსნიდა“ - რას ამბობს უნგრეთის პრემიერი?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებამ შვება მოჰგვარა.

"ერდოღანის გამარჯვება სუფთა ჰაერივით გვჭირდებოდა. მას არა მხოლოდ მხარს ვუჭერდი, ბევრს ვლოცულობდი, რომ გაემარჯვა. ერდოღანს რომ არ გაემარჯვა, ეს ტრაგედია იქნებოდა - „სოროსის კაცი“ მიგრანტებისთვის საზღვრებს გახსნიდა, ბევრს ვლოცულობდი მისი გამარჯვებისთვის“, - განაცხადა ორბანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანმა ხმების 52.14% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 47.86%.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა