თეგებით ძიება

"საოცარი ერი ვართ ქართველები...ამ უმაგრესმა ადამიანმა გომბორზე დაგვაწია საბასთვის საჩუქრები" - რას წერს დიკა სალაყაია?

პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი, დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში საბას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის უცხო ადამიანებმა საჩუქრები შეაგროვეს.

"საბა გუშინ ზღაპრულად რომ გააცილეს კლინიკიდან ხომ იცით.

შინ წასვლა გადწყვიტა და რებალიტაციასაც კახეთიდან დავგეგმავთ.

ჰო და, ახლა ჩვენც გზაში ვართ და მინდა გითხრათ, რომ საოცარი ერი ვარ ქართველებიიიიი.

ამ უმაგრესმა ადამიანმა გომბორზე დაგვაწია საბასთვის საჩუქრები.

ჰო და, ეს არის სიკეთის ზღაპრები… გზა-გზა გაბნეული ღიმილები და იმედი.

იმედი, რომ სანამ ერთად ვართ ყველაფერს შევძლებთ.

ჩვენ ერთად საბას სამყაროს(აც) შევცვლით.

#სიკეთეგადამდებია

კიდევ უფრო მაგარი ამბებით დაგიბრუნდებით.

თქვენი სიკეთის ზღვა გზაშია", - წერს დიკა სალაყაია.

ცნობისთვის, საბა, რომელიც ოჯახს ფინანსურად ეხმარება, მძიმედ დაშავდა. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ბავშვს ფინანსურად საზოგადოებაც დაეხმარა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა