თეგებით ძიება

საქართველოში კადიროველების ვიზიტზე შსს ინფორმაციას ფლობდა (ფოტო)

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის საქართველოში ვიზიტზე შსს-ს ინფორმაცია ჰქონდა. ინფორმაციას შესაბამის დოკუმენტთან ერთად "ტვ პირველი" აქვეყნებს.

კერძოდ, საუბარია ჯარიმის ქვითრებზე, რომელიც საპატრულო პოლიციამ საეჭვო  ავტოკოლონის მგზავრებს გამოუწერა. კადიროვის უახლოესი გარემოცვა საგზაო წესების დარღვევისთვის ჯამში 19-ჯერ დააჯარიმეს.

ტელეკომპანიას აქვს სატელეფონო მიმოწერებიც, საიდანაც დასტურდება, რომ საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფებოდა. ჩანაწერებში მალიკ ახმეთხანოვს ეკითხებიან, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მედიაში მისი ვიზიტის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი, რასაც ის ადასტურებს და წერს, რომ  საქართველოში ლარსის გავლით შემოვიდა. მეტიც, როდესაც მას ეკითხებიან, საზღვარზე რაიმე პრობლემა ხომ არ შექმნია, ის უარით პასუხობს.

მალიკ ახმეთხანოვი ასლამბეკ ახმეთხანოვ სულთანოვიჩის ახლო გარემოცვის წევრია, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ კადიროვთანა ხლოს კავშირში მყოფი პირია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა