კომბოსტოს სალათა ნიგვზით
ინგრედიენტები:
1 თავი კომბოსტო,
3 სტაფილო,
2 ლიმონი,
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი,
200 გ. ნიგოზი,
მაიონეზი,
პილპილი,
მარილი.
მომზადების წესი:
კომბოსტო გახეხეთ თასში, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, მოასხით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, შეკმაზეთ დანაყილი ნიგვზით, მაიონეზით, უყავით მარილი და პილპილი გემოვნებით.