თეგებით ძიება

გელათის მონასტრის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება

გელათის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი ერთიანი გენერალური გეგმა შემუშავდება, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ, იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა