თეგებით ძიება

კაცმა მეგობარს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ნაგვის ურნასთან დატოვა - რა საზარელი ინფორმაცია ვრცელდება?

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე, რომელიც 2022 წლის 30 სექტემბერს მოხდა, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს, მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა